კავკასიის ბიზნეს ჯგუფი

კავკასიის ბიზნეს ჯგუფი — 2014 წელს ჩამოყალიბებული რვა კომპანიისაგან შემდგარი ჰოლდინგური გაერთიანება.

ისტორია რედაქტირება

დაფუძნდა 2014 წელს ქართველი და ამერიკელი პარტნიორების მიერ. გაერთიანებაში შემავალი კომპანიები 2004-2013 წლებში დაარსდა და სხვადასხვა ბიზნეს სექტორში წარმატებით მუშაობს, როგორიც არის ავტომობილების იმპორტი, დაზიანებული ავტომობილების სრული აღდგენა, საპორტო და სატერმინალო მომსახურება, საავტომობილო საბაჟო ტერმინალების და საწყობების ოპერირება, რეგიონალური და საერთაშორისო გადაზიდვები, ავტომობილების გაყიდვების ფასილიტაცია (როგორც შიდა ბაზარზე ასევე (რე)ექსპორტზე), ავტომობილების იმპორტის და აღდგენის საკრედიტო დაფინანსება, საინვესტიციო საბანკო საქმიანობა, ლოკალური და გლობალური საბროკერო მომსახურება ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე, აქტივების მართვა, კონსულტაციები ფინანსური/კაპიტალის ბაზრის პროდუქტების, ფინანსური რისკების მართვა, იურიდიული მომსახურება ბიზნეს და სამოქალაქო სამართალში, უძრავი ქონების მართვა.

კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა: ლევან სურგულაძე (თავმჯდომარე), გიორგი გულაშვილი, გიორგი სურგულაძე. გაერთიანების დირექტორთა საბჭოში შედიან: გიორგი სურგულაძე (თავმჯდომარე), გიორგი სუპატაშვილი.

წევრი კომპანიები რედაქტირება

  • კავკასიის ავტოიმპორტი
  • კავკასიის ავტოსერვისი
  • კავკასუს აუტო ექსჩეინჯ
  • კავკასიის საექსპედიტორო კომპანია
  • კაუკასუს კრედიტი
  • კაუკასუს ფაინენშიალ სერვისი
  • CFS Legal გულედანი და პარტნიორები
  • კაუკასუს რეალ ესთეით

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება