კავკასიის ბიზნესის სკოლა

კავკასიის ბისზნესის სკოლა (ინგლ. Caucasus School of Business, CSB) — კავკასიის უნივერსიტეტის ფაკულტეტი ბიზნესის მიმართულებით. დაარსდა 1998 წელს, როგორც დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებელი, საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ატლანტა, აშშ). 2004 წელს სკოლის ბაზაზე დაარსდა კავკასიის უნივერსიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც კავკასიის ბიზნესის სკოლა ერთ-ერთი ფაკულტეტის სახით შევიდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება