კავალერიის სახლები (პუშკინი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კავალერიის სახლები.

კავალერიის სახლები (რუს. Кавалерские дома) მდებარეობს ქალაქ პუშკინში. არის ისტორიული ნაგებობების კომპლექსი. სახლები აშენდა 1752-1753 წელს. კავალერიის სახლებს ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი აქვთ მინიჭებული.

კავალერიის სახლები
Кавалерские дома
კოორდინატები 59°43′01″N 30°23′55″E / 59.717029° ჩ. გ. 30.398585° ა. გ. / 59.717029; 30.398585
მდებარეობა პუშკინი, რუსეთი
არქიტექტორი სავა ჩევაკინსკი
სტილი ბაროკო
თარიღდება 1752

სახლების მშენებლობა დაიგეგმა ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ, რომელიც არ შეესაბამებოდა იმპერიული რეზიდენციის სტატუსს. 1748 წელს დედოფალმა ელიზაბეტმა ბრძანა აეშენებინათ 4 ქვისა და 1 ხის სახლი კავალერიისთვის. 1748 წლის 29 სექტემბრის ბრძანებით, სახლების მშენებლობა დაევალა არქიტექტორ ს. ი. ჩევაკინსკის. 1752-1753 წლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდა ბაროკოს სტილში შესრულებული ერთსართულიანი სახლები. 1784 წელს ისინი გაფართოვდა არქიტექტორის ი. ნეილოვის მიერ, რომელმაც შეინარჩუნა თავდაპირველი სტილი მეორე სართულზეც. მოგვიანებით სახლები გადაკეთდა სხვადასხვა გზით.

აღნიშნული სახლები ახლოს დგას XVIII საუკუნის 40-იან წლებში, ქალაქ პეტერბურგში აშენებული ქალაქის შენობების ტიპთან. სახლებში სართულები ერთმანეთთან გამოყოფილია ფართო პროფილით. აღნიშნული სახლებიდან აღსანიშნავია თავდაპირველად სამრეცხაო სახლი. სადაც ცხოვრობდა სამეფო ლიცეუმის დირექტორი. ასევე, სამკურნალო სახლის შტაბი, მოგვიანებით ცნობილი როგორც კარამზინის სახლი. მასში 1816 წლიდან ისტორიკოსი ნ. მ. კარამზინი ცხოვრობდა. ამ სახლს ხშირად სტუმრობდა ალექსანდრე პუშკინი, რომელიც მეგობრობდა მის მფლობელთან. 1811–1816 წლებში ორ სართულიანი კავალისის სახლი („ენგელგარდტის სახლი“) გადაკეთდა არქიტექტორის, ვ. პ. სტასოვის მიერ. კავალერიის სახლებიდან დღევანდელ დღემდე მოაღწია სამრეცხაო, გოფმარშალსკის, კაბინეტურმა და შტაბ-ლეკარსკის ქვის შენობებმა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება