კადისიის ბრძოლა
კადისიის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
არაბების მიერ ირანის დაპყრობის ნაწილი | |||
ტაქტიკური განლაგება ბრძოლის დაწყების დროს | |||
თარიღი | 16-19 ნოემბერი, 636 | ||
მდებარეობა | კადისია (თანამედროვე ერაყი) | ||
შედეგი | არაბების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
კადისიის ბრძოლა ვიკისაწყობში |
კადისიის ბრძოლა — ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა არაბ-მუსულმანებსა და სასანიანების იმპერიას შორის. მიმდინარეობდა 636 წლის 16 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით, არაბების მიერ ირანის დაპყრობის პერიოდში.
სასანიანების ჯარში შეფასებების მიხედვით იყო 40 ათასამდე მეომარი და 30 ან 33 საბრძოლო სპილო. ჯარს ხელმძღვანელობდა ხორასანის მმართველი რუსტამი. არაბებმა მათ წინააღმდეგ გამოიყვანეს დაახლოებით 25-30 ათასი ჯარისკაცი, რომელსაც ხელმძღვანელობდა საად იბნ აბუ ვაკასი.
ომი საკმაოდ მწვავე გამოდგა და ოთხი დღე გაგრძელდა. მძიმე დანაკარგის მიუხედავად არაბებმა გაიმარჯვეს. ბრძოლის შედეგად სასანიანების არმია ფაქტობრივად განადგურდა, რამაც დააჩქარა სასანიანების იმპერიის დაცემა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Trevor N Dupuy and R. Ernest Dupuy, The Harper Encyclopedia of Military History, 249.
- ↑ Friedmann, Y. (1992). The History of al-Tabari Vol. 12: The Battle of al-Qadisiyyah and the Conquest of Syria and Palestine A.D. 635-637/A.H. 14-15. State University of New York Press. ISBN 9780791407332. ციტირების თარიღი: 2014-10-24.
- ↑ ^ Ṭabarī, The Battle of al-Qādisiyyah and the Conquest of Syria and Palestine, Transl.Yohanan Friedmann, (State University of New York Press, 1992), 62.