კაგალნიცკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
კაგალნიცკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (რუს. Церковь Покрова Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია კაგალნიცკის რაიონის სოფელ კაგალნიცკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას. აგებულია 2004 წელს.
კაგალნიცკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | კაგალნიცკაია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 2004 |
გარე სურათები | |
---|---|
ეკლესიის ფოტო |
ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, კაგალნიცკის რაიონი, სოფელი კაგალნიცკაია, გორკის ქუჩა № 38.
ისტორია
რედაქტირებატაძრის ისტორია 1991 წელს დაიწყო. დროებით საეკლესიო რიტუალები ტარდებოდა სხვა შენობაში, ამჟამინდელი ტაძარი აღადგინეს 1994 წლის ხანძრის შემდეგ. ეს იყო დიდი სახლი სადაც ოთხ საყრდენზე აღმართეს გუმბათი და მასზე დაადგეს ჯვარი. ეკლესიას ასევე მიაშენეს მარჯვენა ეგვტერი. 1994 წლიდან კი ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო.
ეკლესიის პირველი მღვდელი გახდა ნიკოლოზ კარკიშჩენკო, რომლის ძალისხმევითაც დაიწყო ტაძრის აღდგენაზე მუშაობა. მშენებლობაში და რესტავრაციაში მას დაეხმარა ეკლესიის მრევლი და სოფლის მაცხოვრებლები. საპროექტო სამუშაოები შეასრულა კაგალნიცკის რაიონის არქიტექტორმა ვ. პოპოვმა. საბოლოოდ კი მოხდა შენობის სრული რეკონსტრუქცია და საკვირაო სკოლის დაარსება. 2004 წელს ეკლესიამ მიიღო თანამედროვე სახე.
ამჟამად კაგალნიცკაიის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარია - მღვდელი მიხაილ მიროშინი.
ტაძარი ყოველდღიურად ფუნქციონირებს 08:00 საათიდან 16:00 საათამდე. ლოცვა მიმდინარეობს ყოველ კვირა და დღესასწაულებზე. საღამოს ღვთისმსახურება იწყება 15:00 საათზე, ხოლო წირვა 09:00 საათზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Официальный сайт
- ПРИХОД ХРАМА "ПОКРОВА ПРЕСВЯТОЙ БОГОРОДИЦЫ" დაარქივებული 2017-03-07 საიტზე Wayback Machine.
- Волгодонская епархия - приходы დაარქივებული 2017-11-11 საიტზე Wayback Machine.
- Великое освящение воды დაარქივებული 2017-03-12 საიტზე Wayback Machine.