ელექტრონული ფოსტა
.
ელექტრონული ფოსტა (ინგლ. e-mail) — კომპიუტერულ ქსელში წერილების მიღებისა და გაგზავნის ტექნოლოგია. წერილების გაგზავნა ხდება Simple Mail Transfer Protocol-ის საშუალებით. დღეისათვის, ეს სისტემა ფართოდ გამოიყენება სპამერების მიერ, რომელიც თვითნებურად აგზავნინებს არასაჭირო წერილებს, რომელთაც სპამი ეწოდება, თუმცა არსებობს სპეციალური სისტემები, რომელიც ბლოკავს მსგავსი წერილების უმეტესობას.
ისტორია
რედაქტირებაელექტრონული ფოსტის შექმნის თარიღად შეიძლება დავასახელოთ 1965 წელი, როდესაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლებმა, ნოელ მორისმა და ტომ ბან ბლეკმა დაწერეს პროგრამა MAIL, ოპერაციული სისტემა CTSS-ისთვის (Compatible Time-Sharing System). იგი მუშაობდა კომპიუტერზე IBM 7090/7094.
ეს სისტემა თანდათან განვითარდა, მრავალმომხმარებლიანი ლოკალური სისტემის განვითარებასთან ერთად. მომხმარებლებს პროგრამა mail-ის გამოყენებით შეეძლოთ ერთმანეთისთვის წერილების გაგზავნა. შემდეგი ნაბიჯი იყო წერილების გაგზავნა ერთი კომპიუტერიდან- მეორეზე. ამისათვის გამოიყენებოდა კომპიუტერის სახელი და მომხმარებლის სახელი ამ კომპიუტერზე. მისამართი იწერებოდა შემდეგი სახით: foo!joe (მომხმარებლის სახელი იყო joe, კომპიუტერის კი foo). UUCP მისამართის გამოყენების შემთხვევაში, მისამართში ემატებოდა წერილის მარშრუტიც, რომელიც ადრესატამდე მისვლამდე რამდენიმე შუალედურ კომპიუტერს გაივლიდა, მაგალითად gate1!gate2!foo!joe (ამ წერილის მიმღები იყო joe, წერილი გაივლიდა gate1, gate2 კომპიუტერებს და ბოლოს მოხვდებოდა foo კომპიუტერში). ასეთი მისამართების სუსტი მხარე იყო ის, რომ გამგზავნს უნდა სცოდნოდა სრული მარშრუტი, რომელიც წერილს უნდა გაევლო მიმღებამდე.
გლობალური დომენური სახელების სისტემის (DNS) შექმნის შემდეგ ადრესატის მისამართად შესაძლებელი გახდა დომენური სახელის გამოყენება, მაგალითად user@example.com - მომხმარებელი user, კომპიუტერზე example.com. ამან საჭირო გახადა უკვე დანერგილი ცნებების შეცვლა. ფოსტისთვის დაიწყეს გამოყოფილი სერვერების გამოყენება. ახლა, წერილი პირდაპირ აღარ ხვდებოდა ადრესატის კომპიუტერში, არამედ იგი თავსდებოდა სერვერში და მიმღები სერვერიდან იღებდა თავის წერილებს POP3, IMAP და RCP პროტოკოლების საშუალებით. დღეისათვის დომენური სახელი აღარ გამოიყენება კონკრეტული კომპიუტერის მისამართად, იგი მხოლოდ საფოსტო დომენად იქცა და მასზე სხვადასხვა სერვერი შეიძლება იყოს პასუხისმგებელი.
მუშაობის პრინციპი
რედაქტირებამაგალითი
რედაქტირებამოცემულ სურათზე მარტივად არის ნაჩვენები ელექტრონული ფოსტის გაგზავნისა და მიღების პრინციპი, როდესაც Alice თავისი ელექტრონული ფოსტის კლიენტი პროგრამის საშუალებით უგზავნის წერილს Bob-ს.
- მისი (Alice) ელექტრონული ფოსტის კლიენტი პროგრამა აფორმატებს წერილს შესაბამის ელექტრონული ფოსტის ფორმატში და Simple Mail Transfer პროტოკოლის (SMTP) საშუალებით უგზავნის ამ წერილს ლოკალურ საფოსტო სერვერს, რომელსაც აკონტროლებს მისი ინტერნეტ პროვაიდერი (ISP). ამ შემთხვევაში smtp.a.org არის Alice-ს ინტერნეტ პროვაიდერის მისამართი.
- საფოსტო სერვერი ეძებს SMTP პროტოკოლში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართს, ამ შემთხვევაში bob@b.org. @ ნიშნის მარცხენა ნაწილი არის მიმღების მომხმარებლის სახელი, მარჯვენა ნაწილი კი დომენური სახელი. გამგზავნი საფოსტო სერვერი ეძებს ამ მისამართს დომენური სახელების სისტემაში და პოულობს მიმღების სერვერს, რომელიც იღებს წერილს გამგზავნი სერვერიდან.
- b.org დომენის DNS სერვერი, ns.b.org, პასუხობს MX ჩანაწერით. ამ შემთხვევაში mx.b.org არის Bob-ის ინტერნეტ პროვაიდერის სერვერი.
- smtp.a.org უგზავნის წერილს mx.b.org-ს, SMTP პროტოკოლის საშუალებით, რომელიც ხვდება Bob-ის საფოსტო ყუთში.
- Bob იღებს ამ წერილს POP3 პროტოკოლის საშუალებით.
ელექტრონული ფოსტის გაგზავნის პროტოკოლები
რედაქტირებაპოპულარული ელექტრონული ფოსტის კლიენტი პროგრამები
რედაქტირებაცნობილი საფოსტო სერვერები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Cemil Betanov, Introduction to X.400, Artech House, ISBN 0-89006-597-7.
- Marsha Egan, "Inbox Detox and The Habit of Email Excellence", Acanthus Publishing ISBN 978-0-9815589-8-1
- Lawrence Hughes, Internet e-mail Protocols, Standards and Implementation, Artech House Publishers, ISBN 0-89006-939-5.
- Kevin Johnson, Internet Email Protocols: A Developer's Guide, Addison-Wesley Professional, ISBN 0-201-43288-9.
- Pete Loshin, Essential Email Standards: RFCs and Protocols Made Practical, John Wiley & Sons, ISBN 0-471-34597-0.
- Partridge, Craig (April–June 2008). „The Technical Development of Internet Email“ (PDF). IEEE Annals of the History of Computing. Berlin: IEEE Computer Society. 30 (2): 3–29. doi:10.1109/mahc.2008.32. ISSN 1934-1547. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2016-06-02. ციტირების თარიღი: 2016-12-16თარგი:Inconsistent citationsCS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Sara Radicati, Electronic Mail: An Introduction to the X.400 Message Handling Standards, Mcgraw-Hill, ISBN 0-07-051104-7.
- John Rhoton, Programmer's Guide to Internet Mail: SMTP, POP, IMAP, and LDAP, Elsevier, ISBN 1-55558-212-5.
- John Rhoton, X.400 and SMTP: Battle of the E-mail Protocols, Elsevier, ISBN 1-55558-165-X.
- David Wood, Programming Internet Mail, O'Reilly, ISBN 1-56592-479-7.