იცხაკ პერლმანი
იცხაკ პერლმანი (დ. 31 აგვისტო, 1945) — ებრაელ-ამერიკელი ვირტუოზი მევიოლინე, დირიჟორი და მუსიკალური პედაგოგი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაპერლმანი დაიბადა თელ-ავივში. ვიოლინოთი პირველად დაინტერესდა მაშინ, როდესაც რადიოში უსმენდა კლასიკურ სავიოლინო ნაწარმოებს. დაიწყო სწავლა თელ-ავივის მუსიკალურ სკოლაში. მოგვიანებით გადავიდა აშშ-ში. სწავლობდა ჯულიარდის სკოლაში ივან გალამიანთან და დოროტი დელაისთან. მან თავისი დებიუტი შეასრულა Carnegie Hall-ში 1963 წელს და გაიმარჯვა პრესტიჯულ "ლევენთრით"-ის შეჯიბრებაში 1964 წელს. შემდგომ მალევე მან დაიწყო ფართო ტურები. შემდეგ ის შემთხვევით გამოჩნდა ამერიკულ ტელევიზიაში, 1970 წელს იღებდა ისეთ გადაცემებში მონაწილეობას როგორებიცაა The Tonight Show და Sesame Street პერლმანს 4 წლიდან პოლიომიელიტი დაეწყო.