იჩეთის ეკლესია — საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ზახორში, ნასოფლარ იჩეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. კედლები შემორჩენილია 1–1,5 მეტრის სიმაღლეზე. გეგმით უაბსიდო, სწორკუთხა მოხაზულობისაა. სამხრეთ კედელში ერთი ნიშაა, ხოლო შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა.

ეკლესია ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება