იქთიორნისები
იქთიორნისები (ლათ. Ichthyornithes), ამომწყდარი ფრინველების რიგი. გავრცელებული იყვნენ ცარცულ პერიოდში. ცნობილია იქთიორნისების 2 გვარი ჩრდილოეთ ამერიკიდან. იქთიორნისების სიმაღლე 1 მ აღწევდა. ჰქონდათ ორმხრივ ჩაზნექილი მალები, ფოსოებში ჩამჯდარი წვრილი ბასრი კბილები, კარგად განვითარებული ქედიანი მკერდის ძვალი და ფრთები. კარგად ფრენდნენ. იკვებებოდნენ თევზებით.
იქთიორნისები | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
| ||||||||
ლათინური სახელი | ||||||||
Ichthyornithes | ||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 5, გვ. 286, თბ., 1980