იუსტი (გერმ. Juist) — გერმანიის კუთვნილი კუნძული ჩრდილოეთის ზღვაში, აღმოსავლეთ ფრიზის კუნძულების შემადგენლობაში. მდებარეობს კუნძულებს — ბორკუმს (დასავლეთით), მემერტსა (სამხრეთ-დასავლეთით) და ნორდერნაის (აღმოსავლეთით) შორის. ამავე დროს, იგი მუნიციპალიტეტის სტატუსს ატარებს ქვემო საქსონიის მხარის აურიხის რაიონის შემადგენლობაში.

აღმოსავლეთ ფრიზის კუნძულები
კუნძულის თანამგზავრული ფოტო
კუნძულის აეროფოტო
სანაპირო ზამთარში

იუსტის სიგრძე 17 კმ-ია, სიგანე 500 მ-დან 1 კმ-მდე, მთლიანი ფართობი კი 16,43 კმ². კუნძულზე ორი სოფელია, მთავარი სოფელი იუსტი და ლოოგი.

მოსახლეობა

რედაქტირება

2010 წლის მონაცემებით, კუნძულის მოსახლეობა 1 700 ადამიანს შეადგენს.

წელი მოსახლეობა
1990 1431
1995 1631
2000 1710
2005 1801
2010 1696

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ფოტოები