ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იური სკურატოვი (რუს. Ю́рий Ильи́ч Скура́тов; დ. 3 ივნისი, 1952, ულან-უდე, ბურიატიის ასსრ, სსრკ) — საბჭოთა და რუსი მეცნიერი-სამართალმცოდნე, იურისტი და პოლიტიკოსი. იურიდიული მეცნიერების დოქტორი (1987), პროფესორი. 1995-1999 წლებში იკავებდა რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის თანამდებობას. 2011 წლიდან არის სამედიატორო არბიტრთა და მოსამართლეთა თვითრეგულირებადი ორგანიზაციების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე.

იური სკურატოვი
რუს. Юрий Ильич Скуратов
დაბადების თარიღი 3 ივლისი, 1952(1952-07-03) (72 წლის)
დაბადების ადგილი ულან-უდე
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
განათლება Ural State Law University
სამეცნიერო ხარისხი სამართლის დოქტორი
ჯილდოები რუსეთის ფედერაციის დამსახურებული იურისტი და ანატოლი კონის მედალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

იური სკურატოვი დაიბადა ბურიატიაში, დაამთავრა სკოლა № 42 ქალაქ ულან-უდეში, ხოლო 1968 წელს ჩააბარა სვერდლოვსკის (დღევანდელი ეკატერინბურგი) იურიდიულ ინსტიტუტში და იგი 1973 წეს, წარჩინებით დაამთავრა „სამართალმცოდნეობის“ სპეციალობით. დაამთავრა იმავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1977 წელს. მაშინვე, პროფესორ დემიან ბახრახის სამეცნიერო ხელმძღვანელობის ქვეშ დაიცვა დისერტაცია (იურიდიული მეცნიერების კანდიდატის ხარისხისთვის). დისერტაციის თემა იყო „სახალხო სუვერენიტეტის საკონსტიტუციო რეგულირება სსრკ-ში: (ძირითადი ინსტიტუტების სისტემატიზაციის გამოცდილება)“.ref>Скуратов, Юрий Ильич. Конституционное регулирование народного суверенитета в СССР: (Опыт систематизации основных институтов) : Автореф. дис. на соиск. учен. степени канд. юрид. наук : (12.00.02) / Свердл. юрид. ин-т. — Свердловск : [б. и.], 1977. — 21 с. </ref>

1973-1974 წლებში მსახურობდა მილიციის შიდა ძალებში, სპეციალური დანიშნულების ბატალიონში. სამსახურს გადიოდა პრიმორსკის მხარეში.

1977 წლიდან გახდა სვერდლოვსკის იურიდიული ინსტიტუტის მასწავლებელი, დოცენტი, მოგვიანებით კი სასამართლო-საპროკურორი ფაკულტეტის დეკანი. 1987 წელს დაიცვა დისერტაცია (იურიდიული მეცნიერების დოქტორის ხარისხისთვის), თემა იყო „საბჭოთა ხალხის სოციალისტური თვითმმართველობის სისტემა: საკონსტიტუციო-სასამართლო რეგულირების თეორიისა და პრაქტიკის პრობემები“.[1] ამის შემდეგ, გახდა საბჭოთა კავშირის ყველაზე ახალგაზრდა იურიდიული მეცნიერების დოქტორი და პროფესორი.[2]

1989 წელს გადავიდა სამუშაოდ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. მუშაობდა ლექტორად, კონსულტანტად, იყო საკანონმდებლო ინიციატივების და სასამართლო საკითხების განყოფილების გამგეს მოადგილე. 1991-1993 წლებში მუშაობდა რესპუბლიკათშორისი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის და რუსეთის ფედერაციის უშიშროების მინისტრის, ვიქტორ ბარანიკოვის უფროს კონსულტანტად სასამართლო საკითხებში. 1993 წელს გადავიდა სამუშაოდ გენერალურ პროკურატურაში; იყო გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრი.

გენერალური პროკურორი

რედაქტირება

1995-1999 წლებში იკავებდა რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის თანამდებობას; 1995 წლის 24 ოქტომბერს ის დაამტკიცა ფედერალური კრების ფედერაციის საბჭომ მას შემდეგ, რაც თანამდებობა დიდხანს იყო ვაკანტური ალექსეი კაზანიკის გადადგომის შემდეგ.[3]

1998 წლის 17 აგვისტოს ფინანსური კრიზისის და პირამიდა „ГКО“-ს დაცემის შემდეგ, სკურატოვმა დაიწყო 780 მსხვილი სახელმწიფო ჩინოვნიკის მოღვაწეობის გამოძიება, რომლებიც, გავრცელებული ეჭვის თანახმად, სამსახურეობრივ მდგომარეობას იყენებდნენ და „ГКО“-ს ბაზარზე თამაშობდნენ. ოფიციალურად დასახელებული ეჭვმიტანილების შორის იყვნენ ანატოლი ჩუბაისი და სხვა „ახალგაზრდა რეფორმატორები“ (ვიცე-პრემიერი ვალერი სეროვი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ანდრეი კოზირევი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ანდრეი ვავილოვი და სხვები); მათთან ერთად ეჭვმიტანილი იყო რუსეთის ფედერაციის იმდროინდელი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ქალიშვილი.[4][5]

1998 წლის ოქტომბერში, სკურატოვის ბრძანებით, დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საქმეების სამართველოს თანამდებობის პირების წინააღმდეგ; გამოძიება მათ სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მოსკოვის კრემლის რეკონსტრუქციის კონტრაქტების დადებისას. საქმეების დაწყების მიზეზი იყო შვეიცარიის გენერალური პროკურორის, კარლ დელ პონტეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბანკ „Banco del Gottardo“-ში ადგილი ჰქონდა ფულის გათეთრებას (მოგვიანებით ეს საქმე გახდა ცნობილი, როგორც „Mabetex-ის საქმე“.[6] პროკურატურის მტკიცებით, კომპანიებმა Mabetex და Mercata-მ გადაუხადეს მილიონობით აშშ დოლარი არაერთ რუს სახელმწიფო ჩინოვნიკს ქრთამის სახით; სანაცვლოდ, მათ უნდა მიეღოთ ფრიად მომგებიანი კონტრაქტები მოსკოვის კრემლის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებაზე.

სკურატოვი თანამდებობიდან პრეზიდენტმა ბორის ელცინმა, 1999 წლის 2 აპრილს გაათავისუფლა, „მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პერიოდში“.[7]

სისხლის სამართლის საქმე სკურატოვის შემდეგ აღიძრა მას შემდეგ, 1999 წლის მარტში, სახელმწიფო ტელეარხ РТР-ზე, გადაცემა „Вести“-ში[8] (და სხვა უცხოურ მედიასაშუალებებში) გაშუქდა დოკუმენტური ფილმი „სამნი ლოგინში“, სადაც „ადამიანი, რომელიც ჰგავს გენერალურ პროკურორს“ (ფორმულირება, რომელსაც იმ დღეებში ბევრი მედიასაშუალება იყენებდა), სექსუალურ კონტაქტში შედის ორ ქათან, რომლებიც, მედიის მტკიცებით, მეძავეები იყვნ. რეპორტაჟში ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ „დასვენების“ ორგანიზატორი აშოტ ეგიაზარიანი იყო.[9][10]

თავად სკურატოვი ამტკიცებდა, რომ ჩანაწერი ყალბი იყო. მისი ხარისხის გამო, დანამდვილებით იმის თქმა, არის თუ არა სკურატოვი გამოსახული ჩანაწერზე, შეუძლებელია. ვლადიმერ პუტინის მტკიცებით (მაშინ ამ საქმის გამოძიებით ის იყო დაკავებული), ჩანაწერს მისი უწყება „წინასწარ“ „ავთენტურად“ თვლიდა.[11] მართალია, ჩანაწერის ავთენტურობის იურიდიული მტკიცებულება არ არსებობს,[12] ამ ისტორიას მედიაში მაინც დიდი გამოხმაურება მოყვა.

ჩანაწერის გაჩენაში სკურატოვი ბრალს ვლადიმერ პუტინს სდებდა, რომელიც მაშინ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი იყო:

„ისინი პანიკაში ფიქრობდნენ, თუ რა ექნათ, ჩემი პოსტიდან რომ წავსულიყავი და ეს მეთოდი აირჩიეს“.

ფორმალურად, გენერალური პროკურორის თანამდებობა დატოვა 2000 წლის 19 აპრილს, ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს შესაბამისი დადგენილების საფუძველზე.ref>Постановление Совета Федерации Федерального Собрания РФ от 19 апреля 2000 г. № 70-СФ «Об освобождении от должности Генерального прокурора Российской Федерации Скуратова Юрия Ильича»</ref>

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Скуратов, Юрий Ильич. Система социалистического самоуправления советского народа : проблемы теории и практики конституционно-правового регулирования : диссертация ... доктора юридических наук : 12.00.01. — Свердловск, 1987. — 432 с.
  2. Итоги, 17 июня 1997 года
  3. Александр Коржаков: «В Администрации президента я взял характеристики примерно на прокуроров 15 (в той обойме и нынешний Чайка был, и Устинов), а Скуратова выбрали потому, что человек никогда в местных органах не работал, связями не оброс. Он всё время по учёной линии шёл: преподавал, возглавлял НИИ при Генпрокуратуре — то есть чисто теоретически прокурорскую работу знал от и до плюс из Свердловска — значит, нейтральный, ни с кем не завязан…» [1] დაარქივებული 2008-02-01 საიტზე Wayback Machine. .
  4. Новые скандальные заявления Юрия Скуратова // NEWSru.com, 22.08.2001
  5. Скуратов Ю.И. Кремлёвские подряды: Последнее дело прокурора; 2013 ISBN-978-5-4438-0301-2
  6. Сборов А. Страна невыездных // Журнал "Коммерсантъ Власть". № 3 от 23.01.2001. С. 4
  7. Указ Президента РФ от 2 апреля 1999 г. № 415 «О Скуратове Ю. И.»
  8. Моральным обликом генпрокурора займется специальная комиссия. Gazeta.Ru (1999-03-18).
  9. Lenta.ru: : Волошин, Александр
  10. Dominic Kennedy Ousting of Russian law chief ‘saved Chelsea boss billions’ // The Times, 12.11.2004 перевод на русский язык на ИноСМИ.ру
  11. Прибыловский В. В., Фельштинский Ю. Г.Операция "Наследник"
  12. Внутренние противоречия следствия. Из «Справки по уголовному делу № 18/277049-99, возбуждённому в отношении Скуратова Ю. И.», розданной вчера сенаторам // Газета "Коммерсантъ" № 188 от 14.10.1999. С. 2
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იური_სკურატოვი“-დან