იური მამალაძე
იური გიორგის ძე მამალაძე (დ. 26 ივნისი, 1929, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 16 ივნისი, 2009, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) — ქართველი ფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1984).
ბიოგრაფია
რედაქტირება1952 წელს დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკულტეტი, მუშაობდა იქვე ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრაზე (1952-1958), შემდგომ — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკისა (1958-1966, 1969-2009) და ლ. ლანდაუს სახელობის თეორიული ფიზიკის (ჩერნოგოლოვკა, მოსკოვის ოლქი, 1966-1969) ინსტიტუტებში.
ი. მამალაძის სამეცნიერო კვლევები ძირითადად ეხება კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში დაბალი ტემპერატურის ფიზიკის კვლევების განვითარებაში. ი. მამალაძე არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მ. შ. 5 მონოგრაფიის თანაავტორი, ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას.
შრომები
რედაქტირება- Квантование макроскопичеких двИжений и гидродинамика вращающегося гелия II, Тб.,1966 (თანაავტ. Э.Л. Андроникашвили);
- Физика сверхтекучего гелия. Квантованные вихри и вращение сверхтекучей жидкости, Тб., 1978 (თანაავტ. Э. Л. Андроникашвили, Дж.С. Цакадзе).