იური დოლგორუკი (ვეშაპთბაზა)

„იური დოლგორუკი“ (რუს. «Юрий Долгорукий») — 1960–1975 წლებში სამხრეთის ოკეანეში მომუშავე საბჭოთა ვეშაპთბაზა, რომელმაც თხუთმეტი სარეწი მოგზაურობა განახორციელა ანტარქტიდის გარშემო. აგებულია 1926 წელს გერმანიაში როგორც სამგზავრო ლაინერი „ჰამბურგი“ (გერმ. Hamburg). მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ახალ ბაზაზე გადავიდა გდინიაში, იყენებდნენ სამხედრო და სამოქალაქო გადაზიდვებისათვის ბალტიის ზღვაზე. 1945 წლის 7 მარტს პორტ ზასნიციდან 3 კილომეტრში ნაღმს შეეჯახა და თავის ეკიპაჟთან ერთად ჩაიძირა, ამ დროს მას აღმოსავლეთის ფრონტიდან გამოჰყავდა მებრძოლები. 1950 წლის 7 ნოემბერს ამოიღეს (გდრ) და ანტვერპენში მიიყვანეს, სადაც რეკონსტრუქცია ჩაუტარეს, რის შემდეგაც როსტოკში გადაიყვანეს. იგი „მშრომელთა საჩუქრის“ სახით საბჭოთა კავშირს გადასცეს, შემდეგ სახელი შეუცვალეს და სამგზავრო ხომალდად გამოყენება დაიწყეს. 1955 წელს ვეშაპთბაზად გადაკეთდა. მწყობრში ჩადგა 1960 წლის 12 ივლისს. ვეშაპთმხოცავმა ფლოტილიამ „იური დოლგორუკის“ ვეშაპთბაზის ხელმძღვანელობით სულ მოიპოვა 42 311 ვეშაპი (სხვა მონაცემებით — 58 000). 1975 წელს სამხრეთის ოკეანეში ვეშაპთა ჯოგების გამოლევის გამო შეწყდა მისი საქმიანობა. 1977 წელს დასაშლელად ჩამოწერეს.

„იური დოლგორუკი“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Gröner, Erich (1988). Hilfsschiffe II: Lazarettschiffe, Wohnschiffe, Schulschiffe, Forschungsfahrzeuge, Hafenbetriebsfahrzeuge (I) (გერმანული). Koblenz: Bernard & Graefe, გვ. 75–76. ISBN 3-7637-4804-0. 
  • Schönknecht, Rolf; Laue, Uwe (1987). Hochseefrachter der Weltschiffahrt, Band 1: Für Stückgüter, Container und Trailer (გერმანული). Berlin: Transpress. ISBN 3-344-00182-5. 
  • Kludas, Arnold (1986). Die Geschichte der deutschen Passagierschiffahrt 1850 bis 1990 (გერმანული). Ernst Kabel Verlag.