იური სეითის ძე დევდარიანი (დ. 4 აგვისტო, 1909, ქ. ვოლოგდა, — გ. 15 ივნისი, 1989, თბილისი) — ქართველი ჰიდროტექნიკოსი. ტექიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1965), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1974).

დაამთავრა ლენინგრადის წყლის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი (1930). 1930–1941 წლებში მუშაობდა თბილისში „ჰიდროენერგოპროექტში“, 1941 წლიდან — საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (1971 წლიდან საქართვ. მეცნ. აკად. ა. დიდებულიძის სახ. ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი). 1958–1979 წლებში იყო ამ ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის განყოფილების გამგე, 1979–1986 წლებში — სექტორის გამგე, 1986–1989 წლებში — წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი. მისი შრომები ეხება უმთავრესად ენერგოსისტემების განვითარების საკითხებს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Вопросы определения параметров ГЭС…, კრ.: Оптимизация параметров и режимов компонентов водохозяйственного комплекса, М., 1973.

ლიტერატურა

რედაქტირება