იურაი იანოშიკი
იურაი იანოშიკი (სლოვაკ. Juraj Jánošík; დ. 25 იანვარი, 1688, ტერხოვა — გ. 17 მარტი, 1713, ლიპტოვსკი-მიკულაში) — ლეგენდარული სლოვაკი ყაჩაღი (სლოვაკ. zbojník).
ბიოგრაფია
რედაქტირებაის დაიბადა ერთი ჩვეულებრივი მდიდარი მეურნის ოჯახში. 1706 წელს შევიდა ფერენც რაკოცის კურუცის არმიაში, რომელიც იბრძოდა ავსრიელთა ბატონობის წინააღმდეგ. ტრენჩინთან (თანამედროვე სამრეწველო ქალაქი სლოვაკეთში) მისი განადგურების შემდეგ იურაი შევიდა ავსტრიის ჯარში გრად ბიტჩიანსკის გარნიზონში. იქ გაიცნო ყაჩაღი ტომაშ უგორჩიკი და მასთან ერთად იპარავდა და ყიდდა ცხენებს პოლონეთში. მოგვიანებით სათავეში ჩაუდგა ყაჩაღთა ბანდას. პირველას შეიპყრეს 1712 წელს, მაგრამ დარაჯი მოისყიდა და გაიქცა. 1713 ხელახლა შეიპყრეს კლენოვცეში. 1713 წლის 16 მარტს ის დადანაშაულებულ იქნა მრავალრიცხოვან ყაჩაღობასა და მღვდელ იურაი ვენტიკის მკვლელობაში, რომელიც მას არ უღიარებია წამების შედეგადაც კი. 1713 წლის 17 მარტს ის ჩამოახრჩეს.
სახალხო გმირის როლი
რედაქტირებასლოვაკური ლეგენდების თანახმად, იურაი იანოშიკი თავისი ბანდით ცხოვრობდა ჟულინასა და ლიპტოვსკი-მიკულაშის მიდამოებში არსებულ ტყეებში და თავს ესხმოდა მგზავრებს. პოლონური გადმოცემებით, ასევე, პოლონეთშიც მძარცველობდა. სლოვაკური გადმოცემით, იანოშიკი ატარებდა რობინ ჰუდის არწივს: «მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს». ის ცნობილი იყო ჩეხეთშიც. ჩეხმა კლასიკოსმა ალოის ირასეკმა შექმნა ნაწარმოები «ძველი ჩეხური ზღაპრები», რომელშიც შედის იანოშიკის ამბებიც. ეს თხზულებები არაერთხელ გამოიცა რუსულ ენაზე. პოლონელები მას იღებენ, როგორც თავის საკუთარ გმირს. ბელორუსმა პოეტმა მაქსიმ ტანკიმ ლექსი მიუძღვნა იანოშიკს.
მას ეძღვნება, ასევე, მრავალი მხატვრული ნაწარმოები:
- პირველი სრულმეტრაჟიანი სლოვაკური ფილმი «იანოშიკი» (1921).[1]
- ჩეხოსლოვაკიური ფილმები 1935 და 1963 წწ.
- პოლონური ფილმი 1974.
- პოლონური სერიალი 1973—1974[2].
- ჩეხოსლოვაკიური მულტიპლიკაციური სერიალი «ყაჩაღი იურკო» (1976).
- ბალადა ბავშვებისათვის. ავტ: მარგარიტა ფიგული (1980).
- კინოფილმი «იანოშიკი: ნამდვილი ისტორია» (2009) ჩეხეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის თანამედროვე წარმოება.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Вотруба, Мартин. Jánošík (1921). Slovak Studies Program. Университет Питтсбурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-21. ციტირების თარიღი: 2010-07-03.
- ↑ YouTube — Janosik 1-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იანოშიკი[მკვდარი ბმული]
- იანოშიკი[მკვდარი ბმული]
- იანოშიკი დაარქივებული 2013-01-28 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- იანოშიკი
- ჟურნალი იანოშიკი დაარქივებული 2013-06-06 საიტზე Wayback Machine.