იუმას უდაბნო
იუმას უდაბნო — უდაბნო აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთსა და მექსიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. წარმოადგენს სონორას უდაბნოს ნაწილს. უდაბნოში ძირითადად წარმოდგენილია ქვიშის დიუნები, აქა-იქ გვხვდება მცენარეულობა. ტერიტორია საკმაოდ მეჩხერადაა დასახლებული, უდიდესი ქალაქია იუმა, რომელიც გაშენებულია მდინარე კოლორადოზე, კალიფორნიის შტატის საზღვართან.