იული რაპოპორტი
იული ალექსანდრეს ძე რაპოპორტი (რუს. Юлий Александрович Раппопорт; დ. 1851 — გ. 15 ოქტომბერი, 1917) — რუსი იუველირი, ფირმა „К.Фаберже“-ის ერთ-ერთი წამყვანი ვერცხლის ნაკეთობების ოსტატი.[1]
წარმოშობით იყო კოვნოს გუბერნიის დანტოვსკის ევროპული საზოგადოებიდან. 1890-იანი წლების დასაწყისში მიიღო ლუთერანობა, რის შედეგადაც შეძლო დედაქალაქში მუშაობის დაწყება. სწავლობდა ოქროს ნაკეთობათა ოსტატ შეფთან ბერლინში, 1880 წლიდან იყო ქარგალი სანქტ-პეტერბურგში, 1884 წლიდან მეთაურობდა ვერცხლის ნაკეთობათა სახელოსნოს სახლ №65-ში, ეკატერინეს არხზე.[1]
მხატვრული ჩამოსხმის უბადლო ოსტატი, იული რაპოპორტი, თანამშრომლობდა კარლ ფაბერჟეს ფირმასთან, აწვდიდა ჭურჭელს, მინის, ბროლისა და კერამიკული ვაზების ბუდეებს. მისი ანიმალისტური სხმულები გამოირჩევა ლამაზი დიზაინითა და საიუველირო საქმის მაღალი დონით.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- Постникова-Лосева М. М., Платонова Н. Г., Ульянова Б. Л. Золотое и серебряное дело XV-XIX вв. М., 1983;
- Скурлов В., Смородинова Г. Фаберже и русские придворные ювелиры. М., 1992;
- Мунтян Т. Фаберже. Великие ювелиры России. М., 2000.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Мастерская Ю.А. Раппопорта. Музей «Собрание». ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2020.