იუგოსლავიის მუზეუმი

იუგოსლავიის მუზეუმი (სერბ. Музеј Југославије) — ისტორიული მუზეუმი ბელგრადში, სერბეთი. იგი ასახავს იუგოსლავიის სამეფოსა და სოციალისტური იუგოსლავიის პერიოდს, იოსიპ ბროზ ტიტოს ცხოვრების ჩათვლით. ტიტოს საფლავი მდებარეობს მუზეუმის ერთ-ერთ შენობაში (ყვავილების სახლი).

ყოველწლიურად 120 000 ვიზიტორით ის სერბეთის ყველაზე პოპულარული მუზეუმია.[1]

მუზეუმს სახელი შეუცვალეს 2016 წელს და იუგოსლავიის ისტორიის მუზეუმის ნაცვლად უწოდეს იუგოსლავიის მუზეუმი.[2] მუზეუმი შედგება სამი ნაგებობისაგან: 25 მაისის მუზეუმი, ყვავილების სახლი და ძველი მუზეუმი. მათი საერთო ფართობია 5253 მ² და განთავსებულია 3,2 ჰექტარ პარკში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Goran Vesić: Imaćemo 10.000 kvadrata za Muzej Nikole Tesle“. b92.net (Serbian). Tanjug. ციტირების თარიღი: 10 December 2018.
  2. About the Museum.