ის (რომანი)

სტივენ კინგის რომანი

ის (ინგლ. It) — ამერიკელი მწერალ სტივენ კინგის 1986 წლის საშინელებათა ჟანრის რომანი. იგი არის მისი 22-ე წიგნი და მე-18 რომანი, გამოცემული საკუთარი სახელით. სიუჟეტი მოიცავს რამდენიმე თემას - გონების ძალაუფლებას, გაერთიანებული ჯგუფის ძალას, ბავშვობის ტრავმების გავლენას ცხოვრების უფრო გვიანდელ წლებზე. სიუჟეტის მიხედვით, გამოგონილი ქალაქ დერის მაცხოვრებელი, შვიდი მეგობარი, ებრძვის ურჩხულს, რომელიც კლავს ბავშვებს და სხვადასხვა ფორმით ჩნდება. თხრობა მიმდინარეობს პარალელურად დროის სხვადასხვა ინტერვალში, რომელთაგან ერთ-ერთი შეესაბამება მთავარი პერსონაჟის ბავშვობას, ხოლო მეორე - გვიანდელ წლებს.

„ის“

პირველი გამოცემის გარეკანი
ავტორი სტივენ კინგი
გარეკანის მხატვარი ბობ ჯუსტი (ილუსტრირება)
ემი ჰილი (შრიფტი)
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი საშინელებები
გამომცემელი Viking
გამოცემის თარიღი 15 სექტემბერი, 1986
გვერდი 1138
წინამორბედი თილისმა
ISBN 0-670-81302-8

1987 წელს რომანმა მიიღო ბრიტანული ფენტეზის ჯილდო. იმავე წელს იგი ნომინირებული იყო Locus-ის და მსოფლიო ფენტეზის ჯილდოებზე.[1]

1990 წელს გამოვიდა წიგნის პირველი ადაპტაცია, მინი-სერიალის სახით, ხოლო 2017 წელს - სრულმეტრაჟიანი ფილმი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1987 Award Winners & Nominees. Worlds Without End. ციტირების თარიღი: 2009-07-22.