ისლანდიური სამზარეულო
ისლანდიური სამზარეულო ისლანდიისთვის დამახასიათებელი კერძებისა და სასმელების ერთობლიობაა. მას დიდი ხნის ისტორია აქვს. ისლანდიური სამზარეულოს მნიშვნელოვანი ელემენტები მოიცავს: ცხვრის ხორცს, რძესა და თევზს. თევზის პოპულარობა ქვეყნის მდებარეობამ განაპირობა, რადგან ისლანდია ყველა მხრიდან ოკეანითაა შემორტყმული. ისლანდიური სამზარეულოს გამორჩეული კერძებია: სკირ, ჰანგიკიოტ (შებოლილი ცხვრის ხორცი), კლეინურ, ლაუფაბრაუთ და ბოლლურ. თორრამატურ არის ტრადიციული ფურშეტი, რომელიც შუა ზამთრის ფესტივალისთვის, თორრაბლოტისთვის მზადდება.
ისტორია
რედაქტირებატრადიციული ისლანდიური კერძების ფესვები ტრადიციულ სკანდინავიურ კერძებთან იკვეთება. რადგან ისლანდიური კულტურა მე-9 საუკუნეში მოყოლებული, აშკარად სკანდინავიური კულტურაა, ტრადიციული ეკონომიკით, რომელიც სოფლის მეურნეობის ნაწილზეა დაფუძნებული. ისლანდიის ისტორიის მოვლენების ნაწილმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს სამზარეულოს ფორმირებაზე. ქრისტიანობასთან ერთად 1000 წელს გაჩნდა მარხვის ტრადიცია და ცხენის ხორცის საკვებად მოხმარების აკრძალვა. სოფლის მეურნეობისა და საკვებით მომარაგების თვალსაზრისით, უფრო მნიშვნელოვანი იყო მცირე გამყინვარების ხანა XIV საუკუნეში. ფერმერებს ქერის და სხვა მარცვლოვანი კულტურების მოყვანა აღარ შეეძლოთ ამიტომ მეტწილად იმპორტზე იყვნენ დამოკიდებული. კლიმატის ცვლილებამ და ტემპერატურის დაცემამ დიდი ზეგავლენა მოახდინა საცხოვრებლებსა და გათბობის სისტემაზე. ადრეული მკვიდრთა გრძელი სახლი თავისი ფართო დარბაზით ჩაანაცვლა ისლანდიურმა სახლებმა, უფრო პატარა ოთახებით, მცირე ზომის სამზარეულოთი. ამ ტიპის საცხოვრებელი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მე-20 საუკუნეში გამოიყენებოდა.
ისტორიკოსები 1517 წელს ხშირად მოიხსენიებენ როგორც ისლანდიის გადასვლას შუა საუკუნეებიდან ადრეულ თანამედროვე პერიოდში. ისლანდიაში მიწათმოქმედება ტრადიციული წესით გაგრძელდა მე-14 საუკუნიდან მე-18 საუკუნის ბოლომდე, როდესაც ამ მიმართულებით ქვეყანაში რეფორმები გატარდა. 1602 წელს, დანიის მეფის სავაჭრო მონოპოლიამ გარკვეული გავლენა მოახდინა ისლანდიის გასტრონომიაში. ეს გავლენა მეტად მე-20 საუკუნის დასაწყისში გამძაფრდა, როდესაც დანიასა და ისლანდიას შორის მჭიდრო ურთიერთობა დამყარდა.
საკვების ტიპები
რედაქტირებათევზი
რედაქტირებაისლანდიელები ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში დაჭერილი თევზით იკვებებიან. ისლანდიელები ძირითადად ჭამენ ჰადოკს, ქაშაყს და კრევეტებს.
ჰაკარლ (ისლანდიურად ზვიგენს ნიშნავს) არის დამუშავებული ზვიგენის ხორცი, რომელსაც მოიხმარენ. ეს კერძი არის თორრამატურის ტრადიციული სეზონური კერძების ნაწილი.
ხორცი
რედაქტირებატრადიციულად ხორცის ძირითად წყაროს ისლანდიის მოსახლეობისთვის შინაური ცხვარი წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზეა გავრცელებული. ცხვარს იყენებენ მატყლისა და რძისთვისაც. ის ცოცხალი უფრო ძვირი ღირს ვიდრე მკვდარი. ცხვრის დაკვლისას (ჩვეულებრივ ახალგაზრდა ვერძები და უნაყოფო ცხვარი), უმეტეს ნაწილს ან მთელ კარკასს იყენებდნენ საკვების დასამზადებლად, რომელიც საგულდაგულოდ ინახავდნენ და თანდათანობით გამოიყენებდნენ. ტრადიციულად ბატკნებს კლავენ შემოდგომაზე, როდესაც ისინი სამ თვეზე დიდი ხნისები არიან და 20 კილოგრამზე მეტს იწონიან. გაქრისტიანების შემდეგ ცხენებს ჭამდნენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში. მე-18 საუკუნის შუა პერიოდის შემდეგ დამოკიდებულება შეიცვალა.
ისლანდიის საქონლის ხორცი, როგორც წესი, არის უმაღლესი ხარისხის, რასაც ადგილობრივი კლიმატი უწყობს ხელს. ისლანდიური პირუტყვი ბალახით იკვებება და იზრდება ჰორმონების და წამლების გარეშე. ამასთან, ძროხის ხორცის ჭამის ტრადიციის არარსებობამ გამოიწვია დაბალი ხარისხის ხორცის გაყიდვები, რამაც მყიდველების მეტად დაკვირვებულობა გამოიწვია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ისლანდიური სამზარეულო, მომზადება და საჭმლის კულტურა (ინგლისურად)
- მატარსეტური (ისლანდიურად)
- ისლანდიური კერძების სახელმძღვანელო (ინგლისურად)
- პატარა კერძების ისტორია (ინგლისურად)
- რას ჭამენ? (ინგლისურად)