ისა-ბეკ გაჯინსკი
ისა-ბეკ აბდუსალამ-ბეკ-ოღლი გაჯინსკი (აზერ. İsa bəy Əbdülsalam bəy oğlu Hacınski; 1861, ბაქო — 1919, იქვე) — XIX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი უმსხვილესი ბაქოელი ნავთობმრეწველი და მეცენატი, პირველი გილდიის ვაჭარი.
ისა-ბეკ გაჯინსკი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1861 |
მოინათლა | ბაქო, რუსეთის იმპერია |
გაუჩინარდა |
1919 ბაქო, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა |
საქმიანობა | მეწარმეობა, მეცენატობა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაისა-ბეკ გაჯინსკი 1861 წელს ბაქოში წარჩინებულთა ოჯახში დაიბადა. განათლება სახლში მიიღო. გაჯინსკის ოჯახს მიწის დიდი ფართობი ეკუთვნოდა, ძირითადად ბალხანისა და რამანის დასახლებებში. მოგვიანებით ამ ფართობებზე ნავთობის მნიშვნელოვანი საბადოები აღმოჩნდა. ამგვარად, XIX ს-ის დასაწყისში გაჯინსკი საქმიანობას იწყებს ნავთობმრეწველობის სფეროში.[1]
1903 წელს გაჯინსკიმ საკუთარი ნავთობკომპანია დააარსა. საწყის ეტაპზე (პირველ ორ წელიწადში) მისმა კომპანიამ ნახევარ მილიონ ფუთზე მეტი ნავთობი მოიპოვა წელიწადში. 1910 წელს მის კომპანიას 11 ჭაბურღილი, 5 ორთქლის ქვაბი და 5145-ცხენისძალიანი ორთქლის მანქანა ეკუთვნოდა. აქ 30 კვალიფიციური მუშა მუშაობდა.[1]
ბალახანის სარეწების გარდა ისა-ბეკ გაჯინსკი ნავთობის მოპოვებას თურქმენეთის სანაპიროსთან, კუნძულ ჩელექენზე ეწეოდა. მის მფლობელობაში იყო ნავთის ქარხანა ბაქოში. 1912 წელს ნავთობმრეწველმა ფორმამ „გაჯინსკი საბეკ“ სრული ერთი ხმა მიიღო ბაქოელ ნავთობმრწველთა ყრილობის საბჭოში. ამ საბჭოში კიდევ ერთ ხმას ფირმა „ისა ბეკ გაჯინსკი და ძმები გადიმოვები“ დაეუფლა.[1]
გაჯინსკი ასევე დაკავებული იყო კასპიის ზღვაში თევზის რეწვითა და ქვირითის წარმოებით. 1916 წლის ოქტომბერში ისა-ბეკ გაჯინსკიმ სავაჭრო-სამრეწველო საწარმო „გაჯინსკი-ბაქო“ დააარსა.[1] 1896-1916 წლებში გაჯინსკი ბაქოს საქალაქო დუმის ხმოსანი იყო. 1906 წლიდან გარდაცვალებამდე იკავებდა ქალაქ ბაქოს საპატიო მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობას.[1]
1918 წლის მარტის მოვლენებით გამოწვეულმა ზიანმა, რაც ბიზნესს მიადგა, ისა ბეკ-გაჯინსკის ჯანმრთელობა სერიოზულად შეარყია.[2] 1919 წლის იანვარში იგი გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ахундов Ф., Драма дома Гаджинского (რუსული) // IRS-Наследие, 2010, № 5 (47), გვ. 32-35.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Ахундов, 2010, стр. 33
- ↑ Mirzəyeva Ü., İsa bəy Hacınski (აზერბაიჯანული) // Finansist, ივნისი, 2013, გვ. 21.