ისააკ ელიშაკოვი
ისააკ ელიშაკოვი (ინგლ. Isaac Elishakoff; დ. 9 თებერვალი, 1944, ქუთაისი) — ამერიკელი მათემატიკოსი და მექანიკოსი, წარმოშობით ებრაელი საქართველოდან.
ისააკ ელიშაკოვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 9 თებერვალი, 1944 (80 წლის) ან 1944[1] |
დაბ. ადგილი | ქუთაისი |
მოქალაქეობა |
აშშ ისრაელი სსრკ |
საქმიანობა | მანქანათმშენებელი |
მუშაობის ადგილი | Florida Atlantic University |
ალმა-მატერი | მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტი |
ჯილდოები | Fellow of the American Institute of Aeronautics and Astronautics |
დაამთავრა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის მანქანათა დინამიკისა და გამძლეობის ფაკულტეტი (1968). 1971–1972 წლებში მუშაობდა სოხუმის უნივერსიტეტის მათემატიკური ანალიზისა და ანალიზური გეომეტრიის კათედრაზე. 1972 წლიდან არის ისრაელის, ხოლო 1989 წლიდან — ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე. სხვადასხვა დროს მუშაობდა ტექნიონის (ისრაელის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ხაიფა), ტოკიოსა და კიოტოს (იაპონია), რომის „ლა საპიენსას“, ბოლონიის (იტალია) და სხვა უნივერსიტეტებში. 1989 წლიდან არის ფლორიდის ატლანტიკური უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი.
ელიშაკოვის სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროა საიმედოობის თეორია, სტრუქტურათა შემთხვევითი რხევები, დრეკადობის თეორიის ამოცანების მათემატიკური მოდელირება. გამოყენებით მექანიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის არჩეული საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრად (2010).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.