ირაკლი ჩხეიძე (პოლიტიკოსი)
ირაკლი ჩხეიძე (დ. 7 სექტემბერი, 1954) — ქართველი პოლიტიკოსი.
ირაკლი ჩხეიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 სექტემბერი, 1954 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1979-1983 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში სპეციალობის მიხედვით, 1983-1986 წლებში იყო ასპირანტი, 1986-1990 წლებში იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის ელექტროფიკაციისა და მექანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).