ირაკლი შენგელაია
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ირაკლი შენგელაია (დ. 10 იანვარი, 1947, თბილისი — გ. 7 ნოემბერი, 2022, იქვე) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (1991), სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992), საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრი (1992-95).
ირაკლი შენგელაია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 იანვარი, 1947 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 1 ნოემბერი, 2022 (75 წლის)[1] |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1947 წლის 10 იანვარს თბილისში. 1971 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინფორმაციო-გამზომი ტექნიკის ფაკულტეტი.
1980-90-იან წლებში იყო ეროვნული მოძრაობის ერთ ერთი ლიდერი. სხვადასხვა დროს იყო ეროვნული სამართლიანობის კავშირის (1987-1989), რესპუბლიკურ-ფედერალისტური პარტიისა (1989-1990) და ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის (1990-93) თავმჯდომარე.
შენგელაიას რესპუბლიკურ-ფედერალისტური პარტია, ლიბერალურ-დემოკრატიულ ეროვნულ პარტია, დემოკრატიული არჩევანი საქართველოსთვის-დასი, მწვანეთა პარტია და ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირთან ერთად ბლოკ თავისუფლების შემადგენლობაში მონაწილეობდა უზენაესი საბჭოს 1990 წლის არჩევნებში, ხოლო 1992 წლის არჩევნებში ბლოკ „11 ოქტომბრის“ შემადგენლობაში სახალხო ფრონტთან, რესპუბლიკურ პარტიასთან და დემოკრატიული არჩევანი საქართველოსთვის-თან ერთად.
1991 წელს შენგელაია იყო ბლოკ „თავისუფლების“ პრეზიდენტობის კანდიდატი. 1992 წელს იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი.
1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „11 ოქტომბერი“. იყო ხელისუფლებისა და მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოთა რეფორმების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო კომისიის წევრი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ირაკლი შენგელაია — ბიბლიოვიკი