ირაკლი რეხვიაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რეხვიაშვილი.

ირაკლი რეხვიაშვილი (დ. 1975) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი 2004 14 იანვრიდან 1 ივნისამდე.[1][2]

ბიოგრაფია

რედაქტირება

1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1998 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის ვუდროუ ვილსონის სახელობის საერთაშორისო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა სასწავლებელი. 2000-2004 წლებში იყო ბუდაპეშტში ადგილობრივი თვითმართველობისა და საჯარო სამსახურის რეფორმების ინსტიტუტის პროგრამების მენეჯერი.

ფლობს ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „საქართველოს ეკონომიკას ახალი მინისტრი ჰყავს“. Civil.ge. 15 იანვარი, 2004. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. „რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ხდება“. Civil.ge. 1 ივნისი, 2004. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)