ირაკლი მამამთავრიშვილი

ირაკლი მამამთავრიშვილი (დ. 26 აგვისტო, 1940, თბილისი — გ. 18 ივნისი, 2016, იქვე) — ქართველი მეან-გინეკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი (2006), კავკასიის ხალხთა სამეცნიერების აკადემიის ნამდვილი წევრი (2002).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1964 წელს დაამთავრა თსსი. 1964-1967 წლებში იყო ლენინგრადის რაიონული საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგი; 1969 წელს მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი, შემდეგ უფროსი (1972-1973) მეცნიერი მუშაკი; 1973-1977 წლებში — სამედიცინო სისტემოტექნიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1977-1979 წლებში — გურჯაანის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი; 1979-1989] წლებში — კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, შემდეგ — ინსტიტუტის სწავლული მდივანი, გამგე; 1989-2006 წლებში — ორსულთა პათოლოგიის განყოფილების გამგე; 2006 წლიდან — რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ „უნივერსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.

ი. მამამთავრიშვილი არის სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიების, გამოგონების და რაციონალიზატორული წინადადებების ავტორი, რომლებიც ეხება დედისა და ნაყოფის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის პრობლემებს, საშვილოსნოს კუმშვადი აქტივობის რეგულაციის მექანიზმებს, პროფილაქტიკისა და მკურნალობის საკითხებს.

  • სისხლდენა მეანობაში, სახელმძღვანელო, თბ., 2000 (თანაავტ.: პ. კინტრაია, გ. გოცაძე).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება