იოჰან იაკობ მოზერი
იოჰან იაკობ მოზერი (გერმ. Johann Jacob Moser; 18 იანვარი, 1701, შტუტგარტი — 30 სექტემბერი, 1785, შტუტგარტი) — გერმანელი ისტორიკოს-პუბლიცისტი, სახელმწიფო სამართლის სპეციალისტი.
ბიოგრაფია
რედაქტირებამოზერი პროფესორი იყო ტიუბინგენში, ერთი პერიოდი ოდერის ფრანკფურტის უნივერსიტეტის დირექტორი იყო. გულახდილი, მტკიცე, უშიშარი და ღრმად რელიგიური „წმინდანი“, მოზერი — XVIII საუკუნის გერმანიის ერთ-ერთი ტიპობრივი ფიგურა. როგორც პროფესორი, ის მკაცრად ახორციელებდა თავის მოვალეობებს აუდიტორიისადმი და ულმობლად ამხელდა თავის კოლეგებს არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში. 1737 წელს თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის გამო მას პირადი უთანხმოება ჰქონდა პრუსიის მეფესთან, ფრიდრიხ ვილჰელმ I-თან, ხოლო 1758 წელს საერო ჩინების ინტერესების გაბედული დაცვისთვის ვიურტემბერგის ტირანმა ჰერცოგმა მოზერი სასამართლოს გარეშე მოათავსა მკაცრ ერთკაციან პატიმრობაში, ჰოენტვილის ციხე-სიმაგრეში: მხოლოდ 6 წლის შემდეგ მოზერი, რომლის ცოლიც წუხილით გარდაიცვალა, გაათავისუფლა იმპერატორის რესკრიპტმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- A. E. Adam: Johann Jakob Moser als württ. Landschaftskonsulent 1751-1771. Stuttgart 1887.
- K. S. Bader: Johann Jakob Moser und die Reichsstädte. In: Esslinger Studien. Bd. 4, 1958.
- K. S. Bader: Johann Jakob Moser, Staatsrechtslehrer und Landschaftskonsulent. In: M. Miller u. R. Uhland (Hrsg.): Lebensbilder aus Schwaben und Franken. Bd. 7, Stuttgart 1960.