იოჰან ბერგერი
იოჰან ბერგერი (გერმ. Johann Nepomuk Berger; დ. 11 აპრილი, 1845, გრაცი, ავსტრია — გ. 17 ოქტომბერი, 1933, იქვე) — ავსტრიელი მოჭადრაკე და თეორეტიკოსი, ადგენდა საჭადრაკო ამოცანებსა და ეტიუდებს, იყო ე.წ. „ძველი გერმანული სკოლის“ დამაარსებელი, ქალაქ გრაცში საჭადრაკო საზოგადოების თავმჯდომარე, ჟურნალ „დოიჩე შახცაიტუნგის“ რედაქტორი. 1870 წელს I ადგილი დაიკავა გრაცის საერთაშორისო ტურნირში. არის ავტორი ნაშრომის — „ენდშპილის თეორია და პრაქტიკა“.
ამოცანა
რედაქტირება1.ლb4! - ცუგცვანგი,
1. … მფd5 2.მe3+ მფd6 3.ლb8+,
1. … e4 2.მe6+ მფd5 3.ლc5+,
1. … f4 2.მb6+ მფe3 3.ლb2.
ლიტერატურა
რედაქტირება- გურგენიძე დ., ვისწავლოთ ენდშპილი, ნაწ. I, თბ., 2004. — გვ. 5.