იოსებ ელიოზიშვილი

იოსებ ელიოზიშვილი, ელიოზოვი (გ. 1879) — ქართველი მსახიობი, დრამატურგი.

ელიოზიშვილი იყო გიორგი ერისთავის თეატრის დასის წევრი დაარსების დღიდან დახურვამდე (1850–1856). შემდეგ მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. 1867 წელს მაღალდაძის ფსევდონიმით ითამაშა ზურაბ ანტონოვის კომედიაში „ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა“. ელიოზიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან“, სადაც 1869 წლიდან გამოაქვეყნა კომედია „ჩემი ქმარი სხვას ირთავს“, მოთხრობები „კუკიის ძველი და ახალი მდგომარეობა“, „აი, დედაკაცი“ და სხვ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ელიოზიშვილის დამუშავებული „ეთერიანი. მოთხრობა აბესალომ და ეთერისა (ცოლ-ქმართ ტრფობის სურათი)“, რომელიც 6-ჯერ დაიბეჭდა ცალკე წიგნად (პირველად — 1869, უკანასკნელად — 1914).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გერსამია ს., გიორგი ერისთავის თეატრი, თბ., 1950.
  • იმედაშვილი ი., ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ, თბ., 2021. — გვ.45.