იონიპლატონის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დიალოგი, რომელშიც ჰომეროსის „ილიადას“ მაგალითზე გამოვლენილია პოეტური ინსპირაციის პლატონური გაგების არსი და განზოგადებული სახით მოცემულია რაფსოდული, ხოლო მის წიაღ — პოეტური ხელოვნების კრიტიკა საერთოდ, რის გამოც ამ დიალოგს ხშირად „ილიადას შესახებ“ უწოდებენ.

პლატონი მიზნად ისახავდა, ეჩვენებინა, რომ ჰომეროსის მთელი ეს კულტი არ იმსახურებდა იმ უნივერსალური ავტორიტეტისა და საზოგადოებრივი ცხოვრებისა თუ ცნობიერების წარმმართველი ფაქტორის მნიშვნელობას, რასაც მას ანიჭებდენ რაფსოდები, და, ამასთან, დაემტკიცებინა თანამედროვეთათვის, რომ რაფსოდები, ჰომეროსის კულტის ღმრთისმსახურნი, ისეთივე ცრუბრძენნი იყვნენ, როგორც, ვთქვათ, სოფისტები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნაკადული, თბილისი 1974.