იოლ-დერეს მეორე ხიდი

ხიდი თურქეთში

იოლ-დერეს მეორე ხიდი — ხიდი თურქეთში, მდინარე იოლ-დერეზე, ხეობის სიღრმეში, ზღვის დონიდან 106 მ-ზე. იგი კარგადაა დაცული. თაღი დამუშავებული და ოდნავ ტრაპეციული მოყვანილობის ქვების რიგებითაა შეკრული. ხიდის სავალი ნაწილი ბრტყელი ფილებითაა მოგებული. ხიდის თაღი აბსოლუტური ნახევარწრეა. მისი ფუძეები არაა გადაზრდილი ვერტიკალურად აღმართულ ბურჯებში და უშუალოდ კლდოვან რელიეფს ეყრდნობა. სტატისტიკური მონაცემები: ხიდის სიგრძე — 14,60 მ, სიგანე — 2,55 მ, სიმაღლე წყლის ზედაპირიდან — 5,50 მ, ფუძეებს შორის მანძილი — 9 მ, ფუძეთა სიგანე — 2,47 მ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 65 ISBN 978-9941-0-6458-6.