იოანე პოლივოტელი
იოანე პოლივოტელი — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 4 დეკემბერი, ახალი სტილით - 17 დეკემბერი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაღირსი იოანე პოლივოტელი სიყრმიდანვე მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებითა და გულმოწყალებით გამოირჩეოდა. ამისთვის იგი პოლივოტის (ფრიგია) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმინდანი უშიშრად ამხელდა ხატმბძროლ იმპერატორ ლეონ ისავრიელს (717-741). ღვთივსათნო ცხოვრებისათვის მას უფლისაგან სნეულთა კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი მიემადლა.
ლიტერატურა
რედაქტირება- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.