იოანა გრუდა
იოანა გრუდა ან ჟოანა გრუდა (პოლ. Joanna Gruda) — წარმოშობით პოლონელი ებრაელი თეატრის მსახიობი და მთარგმნელი. დაიბადა პოლონეთში. ორი წლის ასაკში მშობლებთან ერთად გემით ჩავიდა კანადის ქალაქ ტრუა-რივიერში, სადაც ამჟამად ცხოვრობს. მისი სადებიუტო წიგნია „ბავშვი, რომელიც ძაღლების ენაზე ლაპარაკობდა“, რომელიც მოგვითხრობს ავტორის მამის, პოლონელი ებრაელის ცხოვრების ნამდვილ ამბავს. [1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჟოანა გრუდა, წიგნი „ბავშვი, რომელიც ძაღლების ენაზე ლაპარაკობდა“, გამომცემლობა აგორა, 2018, ISBN 978-9941-9475-2-0