ინუიამას ციხე-ქალაქი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ინუიამა (იაპონ. 犬山城) — ციხე-ქალაქი მდებარეობს ქალაქ ინუიამაში, აიჩის პრეფექტურა, იაპონია. ციხე გადაჰყურებს მდინარე კისოს, რომელიც წარმოადგენს საზღვარს აიჩისა და გიჯუს პრეფექტურებს შორის. ინუიამას ციხე-ქალაქი არის ერთ-ერთი იმ 12 იაპონური ციხიდან, რომელიც ედოს პერიოდამდე აიგო.

ინუიამა
მდებარეობა იაპონიის დროშა იაპონია
ფუნქციური სტატუსი ციხე-ქალაქი
ინფორმაცია
მმართველი ქვეყანა ოდას კლანი
ისტორია
თარიღდება 1440
ინუიამას ციხე-ქალაქი — იაპონია
ინუიამას ციხე-ქალაქი
ინუიამას ციხე-ქალაქი ვიკისაწყობში

ინუიამას ციხე-ქალაქი ეკუთვნის ვაკე-მაღლობის ტიპის ციხე-ქალაქებს. იგი შედგება სამი სართულისგან, ოთხი შიდა სართულისგან და ორი სარდაფში ჩასასვლელი კიბეებისგან. ციხე-სიმაგრის კონსტრუქცია ძალიან შეიცვალა - თანამედროვე კოშკი 1537 წელს აშენდა. 1617 წელს დასრულდა მესამე სართულის მშენებლობა. მთავარი კოშკი აძუტი-მომოიას ეპოქის სტილში აშენდა.

 
ინუიამას ციხე-ქალაქი და მდინარე კისო
 
1937 წლის ხედი

ინუიამას ციხე-ქალაქი ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც იაპონიის უძველესი ციხე-ქალაქი. მისი თავდაპირველი მშენებლობა 1440 წელს დასრულდა. ენგიშიკის (ჰეიანის პერიოდის წიგნი) მიხედვით, ჰარიგანე შრინე (შინტო შრინე) გადაიტანეს, რათა გაენთავისუფლებინათ ადგილი ციხე-ქალაქისთვის. დროთა განმავლობაში ნაგებობა უფრო და უფრო იზრდებოდა და დღევანდელი სახით იგი დასრულდა 1537 წელს ოდა ნობუიასუს, ოდა ნობუნუგას ბიძის მიერ. მიუხედავად სათვალთვალო კოშკის მოძველებული არქიტექტურული სტილისა ისტორიკოსების აზრით ეს არის უძველესი ტენშუ იაპონიაში, რომლის პატივიც წილად ხვდა მარუოკას ციხე-ქალაქს, რომელიც 1576 წელს აშენდა. მთავარი ტენშუს (დონჯონი) მშენებლობა ინუიამაში 1601 წელს დაიწყო და გაგრძელდა 1620 წელს.

ციხე-ქალაქი იყო ნარუსე კლანის სიძლიერის ცენტრი, რომლებიც იყვნენ მათსუდარია კლანის ვასალები და ინუიამას სამფლობელოს მმართვლები. ინუიამას ციხე-ქალაქი, რომელიც კერძო მფლობელობაში იყო უნიკალური ნაგებობა იაპონიაში. დონჯონი (ტენშუ) ეროვნულ საგანძურად იქნა მიღებული. მიუხედავად ამისა, ის ჩამორთმეული იქნა იაპონიის მთავრობის მიერ, როგორც მეიძის რესტავრაციის ნაწილი. 1891 წელს ციხე-ქალაქი დაინგრა ნობის დამანგრეველი მიწისძვრის დროს და იგი დაუბრუნდა ნარუსეს ოჯახს 1895 წელს, იმ პირობით, რომ ისინი მას აღადგენდნენ და პირვანდელ სახეს დაუბრუნებდნენ. 2004 წელს ციხე-ქალაქის მეპტრონეები მიემხრნენ ფონდს, რომელიც შეიქმნა აიჩის პრეფექტურის განათლების საბჭოს მიერ.

დიდი ხნის განმავლობაში სჯეროდათ, რომ ინუიამას დონჯონი ციხე-ქალაქად კანაიამას ციხე-ქალაქიდან იქცა 1599 წელს, მანამ სანამ ეს თეორია არ განადგურდა ფართომასშტაბიანი აღდგენითი სამუშაოების დახმარებით. აღდგენითი სამუშაოები ასევე მოიცავდა დოჯონის დემონტაჟს, რომელიც განხორციელდა 1961-1965 წლებში.

ციხე-ქალაქის მმართველები

რედაქტირება
 
ციხე-ქალაქის ქალაქი
 
ინუიამას ფესტივალი
 
ინუიამას ციხე-ქალაქი და კარაკური

ქვემოთ ჩამოთვლილია ინუიამას ციხე-ქალაქის მმართველების სია, მათი მეფობის ვადებთან ერთად, რომელიც ფრჩხილებშია მოცემული. 1616-1617 და 1869-1895 წლებში ციხე-ქალაქს მმართველი არ ჰყოლია.

  • ნარუსეს კლანამდე
  1. ოდა ნობუიასუ (1537-1547)
  2. ოდა ნობუიუკი (1547-1564)
  3. იკედა ნობუტერუ (1570-1581)
  4. ოდა ნობუფუსა (1581-1582)
  5. ნაკაგავა სადანარი (1582-1584)
  6. იკედა ნობუტერუ (1584)
  7. კატო იასუკაგე (1584, მარიონეტული მმართველი)
  8. ტაკედა კიოტოში (1584-1587, მარიონეტული მმართველი)
  9. ჰიჯიკატა კატსუიოში (1587-1590, მარიონეტული მმართველი)
  10. ნაგაო იოშიფუსა (1590-1592, მარიონეტული მმართველი)
  11. მივა გოროემონი (1592-1595)
  12. იშიკავა მიტსუიოში (1595-1600)
  13. ოგასავარა იოშიტსუგუ (1601-1607)
  14. ჰირაივა ჩიკაიოში (1607-1612)
  • ნარუსეს კლანი
  1. ნარუსე მასანარი (1617–1625)
  2. ნარუსე მასატორა (1625–1659)
  3. ნარუსე მასაჩიკა (1659–1703)
  4. ნარუსე მასაიუკი (1703–1732)
  5. ნარუსე მასამოტო (1732–1768)
  6. ნარუსე მასანორი (1768–1809)
  7. ნარუსე მასანაგა (1809–1838)
  8. ნარუსე მასაზუმი (1838–1857)
  9. ნარუსე მასამიტსუ (1857–1869, 1895–1903)
  10. ნარუსე მასაო (1903–1949)
  11. ნარუსე მასაკატსუ (1949–1973)
  12. ნარუსე მასატოში (1973–2004)

დაკავშირებული ექსპონატები

რედაქტირება

ინუიამას ციხე-ქალაქის დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს დაათვალიეროს ინუიამას არტიფაქტების მუზეუმი (犬山市文化史料館) და კარაკურის საგამოფენო დარბაზი (からくり展示館 ). ორივე გამოფენა ფოკუსირებულია ქალაქის კულტურულ და ისტორიულ არტიფაქტებზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება