ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია (აბრევიატურა: EAIP, ინგლ. European Association of Integrative Psychotherapy) დაფუძნდა 1993 წელს და წარმოადგენს დარგობრივ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის (აბრევიატურა: EWAO, ინგლ. European Wide accrediting Organisation) სტატუსი[1]. ორგანიზაციის სათავო ოფისი მდებარეობს დუბლინში.
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია აერთიანებს ევროპის მასშტაბით ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის დარგში მომუშავე ორგანიზაციებს, რომლებიც აღიარებენ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიზნებს.
მიზნები
რედაქტირებაინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიზნებია[2]:
- ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიაში პოსტდიპლომური და პოსტკვალიფიკაციური ტრენირების გაძლიერების მხარდაჭერა;
- კლინიკური და ეთიკური პრაქტიკის უმაღლესი სტანდარტის მხარდაჭერა;
- კვლევისა და განათლების მხარდაჭერა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის თეორიასა და პრაქტიკაში;
- წევრი ორგანიზაციების სატრენინგო კურსების აკრედიტება ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიაში;
- სუპერვიზორთა ტრენირების მხარდაჭერა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მიდგომებში.
წევრობის ფორმები
რედაქტირებაასოციაციის წევრობის ფორმებია: სრული წევრობა, პროვიზიული წევრობა და ასოცირებული წევრობა.
ასოციაცია სრული წევრის სტატუსს ანიჭებს ორგანიზაციებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის დარგში და რომლებიც აკმაყოფილებენ წევრობის კრიტერიუმებს.
პროვიზიული წევრის სტატუსი ენიჭებათ ორგანიზაციებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სრული წევრისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, მაგრამ აქვთ შესაძლებლობა პროვიზიული წევრის სტატუსის მიღებიდან ორი წლის განმავლობაში აღმოფხვრან ხარვეზები.
ასოცირებული წევრის სტატუსი ენიჭებათ ორგანიზაციებს, რომლებიც იჩენენ ინტერესს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მიმართ ან აქვთ მსგავსი კავშირები, მაგრამ ვერ ან არ აყენებენ სრული წევრობის მოთხოვნას.
საქართველო
რედაქტირებაინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციას საქართველოში სრული წევრის სტატუსით წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.europsyche.org/about-eap/european-wide-representations/ewao/
- ↑ http://www.euroaip.eu/about-eaip/constitution/
- ↑ EAIP Organisations. www.euroaip.eu. ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2021