ინკილაფის ხიდი
ინკილაფის ხიდი — ხიდი თუქეთში, სოფელ ინკილაფში.
მდებარეობს გუმუშხანეს რეგიონში, სოფელ ინკილაფში, ადგილ მუსალაში, მდინარე იქისუზე. იგი იქისუსა და მის მარცხენა შენაკადის სორეიანის ხერთვისიდან ზემოთ 3,5 კმ-ია. დღეისათვის შემორჩენილია ხიდის ბურჯები ორივე მხარეს. თაღოვანი ნაწილი დანგრეულია. შედარებით უკეთაა დაცული მარჯვენა მხარის ბურჯი 4,5 მ-ზე. მისი გარე კედლების წყობაში გამოყენებულია კარგად დამუშავებული საშუალო ზომის ქვები. ასეთივე ბურჯის შედარებით მცირე ნაწილია დაცული მარცხენა მხარესაც. ხიდის სიგრძე დაახლოებით 17-20 მეტრი უნდა ყოფილიყო. სიგანე დაცული ნაშთის მიხედვით 2,5 მ-ია. მარჯვენა ბურჯის სიმაღლე-3,5 მ-ია. ეს ხიდიც იქისუზე შირანისა და ერზინჯანისაკენ გამავალი ძველი სავაჭრო-საქარავნო გზის შემადგენელი ნაწილია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2019, გვ. 44-45 ISBN 978-9941-8-1990-2.