ინკასატორის ჩანთა

„ინკასატორის ჩანთა“ (რუს. „Сумка инкассатора“) — საბჭოთა დეტექტიური მხატვრული ფილმი, რომელიც გადაღებულია 1977 წელს კინოსტუდია „ლენფილმში“ და პირველ შემოქმედებით გაერთიანებაში ლიტველი რეჟისორის, აუგუსტ ბალტრუშაიტისის მიერ.

„ინკასატორის ჩანთა“
ჟანრი დეტექტივი
დამდგმელი რეჟისორი აუგუსტ ბალტრუშაიტისი
სცენარის ავტორი იული ნიკოლინი
როლებში გიორგი ბურკოვი
დონატას ბანიონისი
კომპოზიტორი ედუარდ ბალსისი
სტუდია „ლენფილმი“
პირველი შემოქმედებითი გაერთიანება
გამოსვლის თარიღი 1977 წ.
ხანგრძლივობა 88 წთ
ქვეყანა სსრკ
ენა რუსული

ფილმის პრემიერა სსრკ-ში შედგა 1979 წლის აპრილში. გადაღებების უმეტესი ნაწილი ყირიმსა და სიმფეროპოლში მიმდინარეობდა.

სიუჟეტი რედაქტირება

სსრკ-ის პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფს დაევალა ავტომანქანაში დამწვარი ინკასატორების საქმის გამოძიება, რომლებსაც აეროპორტის შემოსავალი გადაჰქონდათ. გამოძიებამ დაადგინა, რომ მანქანა იდგა, როცა ცეცხლი გაჩნდა, ფული მანქანიდან ცეცხლის გაჩენამდე იქნა წაღებული და არ დამწვარა. ინკასატორების სპეციალური ინსტრუქციებით კი დაუშვებელი იყო მანქანის გაჩერება და მასში უცხო პირის ჩასმა. მანქანის გაჩერების შემთხვევაში კი საინკასატორო სამსახურში სპეციალური სიგნალი უნდა გაეგზავნათ, მაგრამ ასე არ მომხდარა. იპოვეს ასევე თვითნაკეთი პოროტექნიკის კვალი. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მანქანაში მსხდომი ინკასატორების პარალიზებისთვის სპეციალური გაზი გამოიყენეს. გამოძიებას ართულებს ისიც, რომ დამნაშავეს კვალის ასარევად სპეციალურად სხვადასხვა ქმედებები აქვს ჩატარებული, რითაც ეჭვი სხვებზე უნდა აიღონ.

როლებში რედაქტირება

  • გიორგი ბურკოვიალექსანდრე სანინი
  • დონატას ბანიონისიალექსეი ტულიაკოვი
  • ელენა ნაუმკინა — მარგარიტა უსტინოვა
  • ვიტაუტას ტომკუსი — იური ბორისოვი
  • ნატალია ფატეევა — ქსენია კოვალიოვა
  • ანატოლი სოლონიცინი — ივან ტროფიმეს ძე
  • იგორ ერელტი — იგორ პეშეხონოვი
  • მიხეილ სვეტინი — ჩებოტარიოვი, მოლარე
  • გია კობახიძე — ნორაკიძე
  • მ. სიზოვი — ექსპერტი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება