ინდონეზიის კულტურა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ინდონეზიის კულტურა - ინდონეზიის ტრადიციების ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს ინდონეზიის ლიტერატურას, არქიტექტურას, მუსიკას, ფილოსოფიას, პოლიტიკას, რელიგიას და ზოგად ცხოვრების წესს. წარმოადგენს ინდონეზიის აბორიგენების კულტურის შერწყმას სხვადასხვა უცხოურ კულტურასთან. ინდონეზია ისტორიულად მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების მიჯნაზე მდებარეობდა და შედეგად ისლამური, ბუდისტური, კონფუციანისტური, ქრისტიანული და ინდუისტური კულტურის გავლენის ქვეშ იყო.ინდონეზიის სხვადასხვა ნაწილში სარწმუნოება სხვადასხვა რელიგიის შერწყმას წარმოადგენს. დასავლეთის გავლენა იგრძნობა ინდონეზიის ტექნოლოგიურ განვითარებაში, პოლიტიკაში და გართობის ინდუსტრიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება

ინდონეზიურ ლიტერატურას საფუძველი მალაიზიურმა ლიტერატურამ ჩაუყარა, რაც იგრძნობოდა XX საუკუნემდე, როდესაც თანამედროვე ინდონეზიური ლიტერატურა ჩამოყალიბდა უკვე დასავლეთის გავლენით. ტერმინი "ინდონეზიური ლიტერატურა" მოიცავს ინდონეზიურ ენაზე და ენის ადრეული ფორმებით (მალაიზიურის დიალექტი) დაწერილ ლიტერატურას. თანამედროვე ლიტერატურის განვითარება შეაფერხა პრეზიდენტ სუჰარტოს რეჟიმმა, რომლის დროსაც ლიტერსტურა მკაცრად კონტროლდებოდა და ცენზურის მსხვერპლი ხდებოდა. XX საუკუნის ინდონეზიურ ლიტერატურაში გამოირჩევა დამოუკიდებლობის მოპოვებისკენ მიწოდების მოტივი, პატრიოტიზმი, ნაციონალიზმი. თანამედროვე ინდონეზიური ლიტერატურა სხვა ენებზე იშვიათად ითარგმნება და ქვეყნის გარეთ თითქმის უცნობია.

არსებობს ასევე ზეპირსიტყვიერი პოეზიის ხანგრძლივი ტრადიცია, განსაკუთრებით ეთნიკური მალაიზიელების შორის. ამ ფორმით გადაიცემოდა მითები, ზღაპრები, ისტორიული ქრონიკები, ცხოვრებისეული გამოცდილება და ა.შ. ამის ბევრი მაგალითი დღემდე შემორჩენილია.

 

ინდონეზიის ყოველ რეგიონს და ეთნიკურ ჯგუფს ცეკვის საკუთარი ტრადიცია აქვს. ზოგადად ინდონეზიური ცეკვა სამ პერიოდად: პრეისტორიული, ბუდისტურ-ინდუისტური დაისლამური და ორ კატეგორიად: სამეფო და ხალხურ ცეკვად იყოფა. ცეკვაში ხშირად აისახება "რამაიანის" (ინდური ეპიკური პოემა) სცენები, ისტორიები და ლეგენდები.

ერთ-ერთი ინდონეზიური ცეკვა პოკა-პოკა, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა მალაიზიაში, ისლამურმა რელიგიურმა პირებმა მუსულმანებისთვის აჯრძალეს მალაიზიის ტერიტორიაზე. მათი რწმენით, ცეკვას ქრისტიანული ისტორია აქვს და ცეკვა ჯვარს ასახავს.

ინდონეზიური თეატრი ხშირად აერთიანებს ცეკვას, სიმღერას, სამსახიობო და საბრძოლო ხელოვნებას. წარმოდგენების სტილი რეგიონის მიხედვით განსხვავდება. ასახავს ლეგენდებს, ზღაპრებს, ისტორიულ და ნახევრად ისტორიულ ქრონიკებს, სიყვარულის ისტორიებს, ბოლო წლებში პოპულარული ხდება პოლიტიკური და სოციალური სატირაც.

ინდონეზიაში გავრცელებულია თოჯინათა ჩრდილების თეატრის, "ვაიანგის" ტრადიცია. წარმოდგენები ასახავენ ლეგენდებს და ხალხურ თქმულებებს, მათ შორის ინდური "რამაიანის" ეპიზოდებს. ის ჩვეულებრივად მთელი ღამე, ხანდახან რამდენიმე ღამესაც გრძელდება. ვაიანგის მასტერები წარმოდგენების მოსაწყობად წლობით ემზადებიან - მათ სჭირდებათ დიდი გამძლეობა, წარმოდგენის განმავლობაში ისინი მთელი ღამე ერთ პოზიციას ინარჩუნებენ. თოჯინებს ამზადებენ ნაჭრისგან ან სხვა მატერიალებისგან, მათი ჩრდილი აისახება გაჭიმულ ნაჭერზე. [1] [2]

XIX საუკუნემდე ინდონეზიაში ფერწერა მხოლოდ რელიგიურ და სულიერ საქმედ ითვლებოდა, ისახებოდა მხოლოდ ღვთაებები და მათთან დაკავშირებული მითები და ლეგენდები. მხატვრების სახელები უმეტესად უცნობია, რადგან მხატვრის პიროვნება ნაკლებად მნიშვნელოვნად ითვლებოდა, ვიდრე ის, რასაც ისინი ასახავდნენ და მხატვრებს საერთოდ არ ახსენებდნენ ხოლმე. პირველი ინდონეზიელები, რომლებმაც სამხატვრო განათლება ევროპაში მიიღეს რომანტიზმს მისდევდნენ, მაგრამ ინდონეზიაში ის არ გავრცელებულა, რადგან ისინი საზღვარგარეთ მოღვაწეობდნენ. პირველი ინდონეზიაში ჩამოყალიბებული მხატვრული მიმდინარეობა ინდონეზიური ნაციონალიზმი იყო.

ნიდერლანდებში, რომლის კოლონიაც იყო ინდონეზია, შეიმჩნეოდა გარკვეული ინტერესი ინდონეზიის ხელოვნების მიმართ. ნიდერლანდებში ტერმინით "ინდონეზიური ფერწერა" აღნიშნავენ ფერწერას, რომელიც კოლონიზაციის პერიოდში ინდონეზიაში მცხოვრებმა ან ნამყოფმა ნიდერლანდელებმა შექმნეს ინდონეზიის კულტურის შთაგონებით.

წყაროები

რედაქტირება
  1. http://www.unesco.org/culture/ich/index.php?lg=en&pg=00011&RL=00393
  2. https://doi.org/10.5512%2Fsea.1977.142
  3. https://books.google.com/books?id=r4I-FsZCzJEC&pg=PA162
  4. https://web.archive.org/web/20120414141049/http://www.indonesia.travel/en/destination/233
  5. http://www.kemendag.go.id/files/pdf/2012/12/08/keranjang-id0-1354949139.pdf დაარქივებული 2017-10-10 საიტზე Wayback Machine.