ინდოეთის ფილოსოფია

ინდოეთის ფილოსოფია - ინდოეთის სუბკონტინენტის ფოლოსოფიური ტრადიციების ერთობლიონა. ტრადიციული კლასიფიკაცია ყოფს ორთოდოქსულ (ასტიკურ) და ჰეტეროდოქსულ (ნასტიკურ) ფილოსოფიურ სკოლებს. დაყოფა ხდებს სამი კრიტერიუმით: თვლის თუ არა სკოლა ვედებს ცოდნის მართებულ წყაროდ; სჯერა თუ არა სკოლას ბრაჰმანისა და ატმანის და სჯერა თუ არა სკოლას სიცოცხლის შემდგომი ცხოვრებისა და დევების.

გამოიყოფა ორთოდოქსალური (ასტიკური) ინდური ფილოსოფიის ექვსი მთავარი სკოლა - ნიაია, ვაიშეშიკა, სამხია, იოგა, მამიზო და ვედანტა და ხუთი ძირითადი ჰეტეროდოქსული (ნასტიკური) სკოლა - ჯაინი, ბუდიზმი, აჯივიკა, აჟანა და ჩარვაკა. არსებობს კლასიფიკაციის სხვა მეთოდებიც; მაგალითად, ვიდიარანია განსაზღვრავს ინდური ფილოსოფიის თექვსმეტ ძირითად სკოლას.

ინდური ფილოსოფიის ძირითადი სკოლები ძირითადად ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წლიდან ჩვენი წელთაღრიცხვით ადრეულ საუკუნეებამდე ჩამოყალიბდა. სხვადასხვა სკოლებს შორის კონკურენცია და შერწყმა ინტენსიური იყო მათი ჩამოყალიბების წლებში, განსაკუთრებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 800 – დან 200 წლამდე. ზოგი სკოლა, მაგ. ჯაინიზმი, ბუდიზმი, იოგა, შაივა და ვედანტა დღესაც შემორჩენილია, ზოგი, მაგ. აჯანა, ჩარვაკა და აჯივიკა არა.

ინდურმა ფილოსოფიამ გავლენა იქონია როგორც მეზობელ ქვეყნებზე, ასევე დასავლეთის კულტურაზე და ფილოსოფიაზე. მისი ბევრი ელემენტი დღეს ფართოდ ცნობილია დასავლურ კულტურაში, ფილოსოფიური ტექსტები კი შეისწავლება დასავლური მეცნოერების მიერ.

მთავარი მოტივები რედაქტირება

ინდური ფილოსოფიები იზიარებენ ბევრ ელემენტს და ცნებას, მაგ. დჰარმა, კარმა, სამსარა, რეინკარნაცია, დუხხა, უარის თქმა რეალობაზე, მედიტაცია, თითქმის ყველა მათგანის ცენტრალური თემაა ადამიანის საბოლოო მიზანი - განთავისუფლება სხვადასხვა სულიერი პრაქტიკის მეშვეობით (მოქშა, ნირვანა). სხვადასხვა ფილოსოფიაში სხვადასხვა აზრი არსებობს იმაზე, შესაძლებელია თუ არა პიროვნების სრული განთავისუფლება რეალური სამყაროსგან და რა გზებით შეიძლება ამის მიღწევა. შედეგად არსებობს ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ფილოსოფიური სკოლა, ხშირად სრულიად საპირისპირო იდეებით, მაგ. ყოველ სულიერს აქვს სული - სული არ არსებობს; ასკეტური ცხოვრების წესი - ჰედონისტური (სიამოვნებების მაძიებელი) ცხოვრების წესი, რეინკარნაცია არსებობს - ადამიანი ერთხელ ცხოვრობს. ასევე გავრცელებული თემებია სულის არსებობა ან არარსებობა, ატომიზმი, ანტინომიული ეთიკა, მატერიალიზმი, ათეიზმი, აგნოსტიციზმი, ფატალიზმი და თავისუფალი ნება, ექსტრემალური ასკეტიზმის იდეალიზაცია, მკაცრი აიჰმა (უარი ძალადობაზე) და ვეგეტარიანობა.

ინდური ფილოსოფიის ძველი და შუა საუკუნეების ეპოქის ტექსტებში ასევე ხშირად განიხილება ონთოლოგი (მეტაფიზიკა, ბრაჰმან-ატმანი, სუნიატა-ანათა), ცოდნის წყაროები და რომელია ყველაზე საიმედო (ეპისტემოლოგია, პრამანები), ღირებულების სისტემები (აქსიოლოგია) და სხვა თემები.

ინდური პოლიტიკური ფილოსოფიის უძველესი მაგალითია "არტჰაშასტრა" - ძვ. წ IV საუკუნის ნაწარმოები, სადაც განიხილება ეკონომიკური და ადმინისტრაციუკი პოლიტიკა. თანამედროვე ინდურ პოლიტიკურ ფილოსოფიაში ყველაზე ცნობილი და პოპულარულია მაჰატმა განდის მიერ პოპულარიზირებული უარი ძალადობაზე, მშვიდობიანობა, ასევე თანასწორობა სხვადასხვა კანის ფერის და კასტის პირების შორის.

სკოლები რედაქტირება

ორთოდოქსულ სკოლებად ითვლება ექვსი სკოლა - ნიაია, ვაიშეშიკა, სამხია, იოგა, მამიზო და ვედანტა. მათ ხშირად სამ წყვილად ყოფენ, როგორც ისტორიული, ასევე კონცეპტუალური მიზეზების გამო: ნიაია-ვაიშიშკა, სამხია-იოგა და მიმამსა-ვედანტა. ორთოდოქდურ სკოლებს ვედების აღიარება აერთიანებს.

ჰეტეროდოქსური სკოლებია ჯაინი, ადრეული ბუდიზმი, აჯივიკა, აჟანა და ჩარვაკა. მათი ჩამოყალიბება უკავშირდება ძვ. წ. VI საუკუნიდან ცნობილ შრამანურ იდეებს, რომლებმაც გავლენა იქონიეს როგორც ორთოდოქსურ, ასევე ჰეტეროდოქსურ სკოლებზე. ჰეტეროდოქსურ სკოლებთან და შრამანასთან დაკავშირებულია ინდური რადიკალური სკეპტიციზმი, რომლის მიხედვით ჭეშმარიტი ცოდნის მოპოვება მეტაფიზიკურ საკითხებზე შეუძლებელია, და რომც იყოს შესაძლებელი გამოუსადეგარი იქნებოდა განთავისუფლების მისაღწევად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Basham, A.L. (1951). History and Doctrines of the Ājīvikas (2nd ed.). Delhi, India: Moltilal Banarsidass (Reprint: 2002). ISBN 81-208-1204-2. originally published by Luzac & Company Ltd., London, 1951.
  • Balcerowicz, Piotr (2015). Early Asceticism in India: Ājīvikism and Jainism (1st ed.). Routledge. p. 368. ISBN 9781317538530.
  • Cowell, E. B.; Gough, A. E. (2001). The Sarva-Darsana-Samgraha or Review of the Different Systems of Hindu Philosophy: Trubner's Oriental Series. Taylor & Francis. ISBN 978-0-415-24517-3.
  • Flood, Gavin (1996), An Introduction to Hinduism, Cambridge: Cambridge University Press, ISBN 0-521-43878-0
  • Michaels, Axel (2004). Hinduism: Past and Present. New York: Princeton University Press. ISBN 0-691-08953-1.