ინგვარ კამპრადი (შვედ. Feodor Ingvar Kamprad, დ. 30 მარტი, 1926, შვედეთი — გ. 27 იანვარი, 2018) — შვედი ბიზნესმენი. მან პატარა ასაკშივე დაიწყო ვაჭრობა, რომლის მიმართ სწრაფვა გადმოეცა ბაბუისაგან, რომელსაც ჰქონდა საკუთარი კომპანია და დაკავებული იყო ვაჭრობით (როგორც ცნობილია დიდი ვალების გამო ინგვარის ბაბუამ თავი მოიკლა).

2010 წელი

ბავშვობაში დაკავებული იყო სხვადასხვა პროდუქციის გაყიდვით. ვაჭრობის პირველი გამოცდილება მან მიიღო ასანთის გაყიდვით, რომელთაც 5 წლის ასაკში ყიდდა ქუჩაში. შემდეგ იგი ვაჭრობდა თავის დაჭერილი თევზით, საშობაო ბარათებით, საახალწლო აქსესუარებით და ასე შემდეგ.

მას არ მიუღია უმაღლესი განათლება, არ უსწავლია ბიზნესი და არ უკითხავს ამ თემაზე წიგნები. მაგრამ მიუხედავად ამისა კომპანია იკეა (IKEA) შეიქმნა ინგვარის პირადი გამოცდილების და დაკვირვებების საფუძველზე.

1943 წელს შეიქმნა პირველი და მთავარი კომპანია იკეა (IKEA), რომელმაც თავისი საქმიანობა დაიწყო ავტოკალმებით ვაჭრობით. ავეჯით ვაჭრობა კომპანიმ დაიწყო მხოლოდ შექმნიდან ხუთი წლის შემდეგ. ფინანსების ნაკლებობის და ინგვარის პატარა ასაკის გამო კომპანია იკეა დარეგისტრირდა მისი მამის სახელზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება