ინაურის პირველი ზურგიანი კოშკი
ინაურის პირველი ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაურში. აგებულია ადრე შუა საუკუნეებში.
კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით, წყობა მშრალია. ზურგიანი კოშკი ოთხი სართულის დონეზეა შემორჩენილი. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია არქიტრავული შესასვლელი. კარი ნაოთხალია. დატანებული აქვს საურდულე. კოშკის შესასვლელის თავზე, მესამე სართულზე სწორკუთხა სარკმელია. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ბუდეები. კოშკის გარშემო მიწის დონე აწეულია. მეოთხე სართულის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 123-124