ინაურის ნაგებობის ნანგრევი

ინაურის ნაგებობის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი,საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაურში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ნაგებობის სამშენებლო მასალად გამოყენებულია რუხი ფერის ფლეთილი ქვა. წყობა მშრალია. შენობა გეგმით კვადრატს უახლოვდება. მისი კედლები შემორჩენილია 3,5 მ. სიმაღლეზე. შესასვლელი და სარკმლები არსად არ იკითხება. ნაგებობა შიგნიდან ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით. ძეგლს დასავლეთიდან მართკუთხა მინაშენი აქვს, რომელიც ფლეთილი ქვითაა ნაგები. წყობა მშრალია. მინაშენის კედლების მხოლოდ მცირე ნაწილებიღა შემო-რჩენილა. ძეგლის დათარიღება დაზიანების გამო რთულდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 125