ინაურის მეორე ზურგიანი კოშკი
ინაურის მეორე ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაურში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. კოშკი დგას სოფლის სამხრეთ-დასავლეთით მთის ბორცვზე.
ძეგლი ნაგებია მოწითალო ფერის, ფლეთილი ქვით დუღაბზე. გეგმით სწორკუ-თხა, დასავლეთის მხრიდან ზურგიანი კოშკისაგან შემორჩენილია ექვსი სართუ-ლი. ყველა სართულის აღმოსავლეთ კედელში თითო სათოფურია. პირველი სართული ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვებით, მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია არქიტრავული შესასვლელი, ნაოთხალი კარით. მეექვსე სართულისაგან კი მხოლოდ დასავლეთის კედლის ფრაგმენტებია შემორჩენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 124