ინანჩოღულარები
ლადიკი ან ინანჩოღულარები (თურქ. İnançoğulları Beyliği) — ანატოლიის თურქმანული ბეილიქი, რომელიც რუმის სელჩუკთა სასულთნოს დაშლის შედეგად წარმოიშვა. ბეილიქის დედაქალაქი ლადიკაში (დენიზლი) მდებარეობდა.[1]
ინანჩოღულარები İnançoğulları Beyliği ბეილიქი | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
დედაქალაქი | ლადიკი | |||
ენა | თურქული | |||
რელიგია | სუნიტური ისლამი | |||
ისტორია
რედაქტირებაინანჩოღულარები 1262-1368 წლებში თანამედროვე თურქეთის, დენიზლის პროვინციის მიდამოებს განაგებდნენ. ბეილიქის სახელი ანატოლიის ბერძნული ქალაქი ლაოდეკიასგან მომდინარეობს. თავდაპირველად ინანჩოღულარები რუმის სასულთნოს ემორჩილებოდნენ. 1335 წლისთვის მათ ილხანიდების მფარველობა მიიღეს, ხოლო მოგვიანებით კი გერმიანიდებს დაემორჩილდნენ. არსებობს ვარაუდი რომ ინანჩოღულარების დინასტია გერმიანიდების ერთ-ერთი შტოა.
ბეილიქის შექმნა უკავშირდება მეჰმედ ბეგის, რომელიც 1261 წელს რუმის სულთნის წინააღმდეგ აჯანყდა და მომდევნო წელს მონღოლთა მეშვეობით ნახევრად დამოუკიდებელი ბეილიქი ჩამოაყალიბა. მონღოლთა დაპყრობებისგან გამოქცეული თურქმანული ოჯახები ხშირად თავს დენიზლის (ლადიკი) მიდამოებს აფარებდნენ. გაურკვეველი მიზეზებით მეჰმედ ბეგი მონღოლებმა შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. მის ნაცვლად კი ალი ბეი დანიშნეს, რომელიც მოგვიანებით რუმის სულთნის ქვეშევრდომი გახდა, ალი ბეგის შემდეგ ბეილიქს მისი შვილები ინანჩ ბეგი და ტოგან ფაშა მართავდნენ. 1368 წელს ქალაქი დენიზლი გერმიანიდების ხელში გადავიდა და ბეილიქმა არსებობა შეწყვიტა.
მართველთა სია
რედაქტირებამმართველი | მმართველობის პერიოდი |
---|---|
მეჰმედ ბეგი | 1261-1262 |
ალი ბეგი | 1262-1305 |
ინანჩ ბეგი | 1305-1335 |
მურად არსლან | 1335-1362 |
იშაკ ბეგი | 1362-1368 |