ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.


მეირ ილუნდ მორგანი, ბარონესა მორგანი ელიდან (დაბადებული 1967 წლის 16 თებერვალს) არის უელსელი ლეიბორისტი პოლიტიკოსი, რომელიც იკავებდა ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების მინისტრის თანამდებობას უელსის მთავრობაში 2021 წლიდან.[1] მორგანი იყო ლორდთა პალატის წევრი 2011 წლიდან, ხოლო სენედის წევრი - 2016 წლიდან მოყოლებული. თავდაპირველად, იგი იყო უელსური ენის მინისტრი 2017-დან 2021 წლამდე, ველბინგისა და მენტალური ჯანმრთელობის მინისტრი - 2020-დან 2021 წლამდე და ევროპის პარლამენტის წევრი - 1994-დან 2009 წლამდე.

ბარონესა მორგანი (ელიდან)
დაბადების თარიღი

1967 წლის 16 თებერვალი (57 წლის)

კარდიფი, უელსი
პარტია ლეიბორისტული პარტია

ამავდროულად, მორგანი იკავებდა ჩრდილოვანი მინისტრის თანამდებობას ლორდთა პალატაში 2013–2016 წლებში, ხოლო საგარეო საქმეთა ჩრდილოვანი მინისტრისა და საპარლამენტო პარტიის ორგანიზატორის თანამდებობებს 2014-დან 2016 წლამდე.[2] მას მიენიჭა პერის წოდება 2011 წელს და ფორმალურად ცნობილია, როგორც ბარონესა მორგანი (ელიდან). იგი პასუხისმგებელი იყო ლორდთა პალატაში ევროკავშირის რეფერენდუმის კანონის თაობაზე ლეიბორისტების წარმომადგენლობაზე და, ამასთან, უხელმძღვანელა ლეიბორისტებს ორი უელსური კანონის მიღებაზე.[3]

მორგანი არის ევროპის პარლამენტის ყოფილი წევრი, რომელიც წარმოადგენდა ლეიბორისტული პარტიისთვის უელსს 1994-დან 2009 წლამდე. ხსენებულ ამპლუაში მორგანი გახდა ლეიბორისტების სპიკერი ინდუსტრიაში, მეცნიერებასა და ენერგიაში, ხოლო 200 ძლიერი სოციალისტური ჯგუფის სპიკერი - ბიუჯეტის კონტროლის თვალსაზრისით. მორგანმა პარლამენტის სახელით ავტორობა გაუწია მწვანეების ნაშრომს და უხელმძღვანელა ელექტროენერგიის მიმართულებით დისკუსიას, სადაც შეიმუშავა მომხმარებლებისთვის ახალი უფლებები და მოითხოვა, რომ ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს რეაგირება მოეხდინათ საწვავის სიმწირის საკითხზე.[4]

მორგანი მუშაობდა უელსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგეტიკული კომპანიის, ეროვნული ბიზნეს განვითარების დირექტორად. იგი პასუხისმგებელი იყო თანამედროვე ენერგეტიკული ცენტრის დაარსებაზე ტრეფორესტში.[5] ასევე, იგი დანიშნეს კარდიფის ბიზნეს საპარტნიორო კომპანიის თავმჯდომარედ.[6]

მორგანმა პოლიტიკური კარიერა დაიწყო 27 წლის ასაკში, როცა იგი 1994 წელს აირჩიეს ევროპის პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრად.[7] ის მხოლოდ და მხოლოდ მეხუთე ქალი იყო უელსის ისტორიაში, რომელიც აირჩიეს სრულგანაკვეთიან პოლიტიკურ პოზიციაზე და პირველი პოლიტიკოსი უელსში, რომელსაც ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი სამსახურში ყოფნის დროს.[8] თავდაპირველად, მორგანი წარმოადგენდა შუა-დასავლეთ უელსის ოლქს, თუმცა იგი ხელახლა აირჩიეს 1999 და 2004 წლებში, უელსში ახალი პროპორციული რეპრეზენტაციული სისტემის ფარგლებში.[9]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ილუნდ მორგანი დაიბადა და გაიზარდა კარდიფში, კერძოდ, ელიში, რივდ ქენონ ბობ მორგანისა და ელენე მორგანის ოჯახში.[10] ილუნდ მორგანმა გრანტი მიიღო ატლანტიკის გაერთიანებულ მსოფლიო კოლეჯში და მოიპოვა ევროპისმცოდნეობის ხარისხი ჰულის უნივერსიტეტში. წინა პერიოდებში, მორგანი მუშაობდა მკვლევრად S4C-ში, Agenda TV-სა და BBC-ში.

ევროპის პარლამენტი

რედაქტირება

1990 წელს მორგანი გადიოდა სტაჟირებას ევროპის პარლამენტში მომუშავე სოციალისტების ჯგუფში.

1994 წელს მორგანი აირჩიეს ევროპის პარლამენტის წევრად, რომელიც წარმოადგენდა შუა-დასავლეთ უელსს. იგი ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტის წევრი იყო, როდესაც დაიკავა თანამდებობა.[11] მან განაგრძო ევროპის პარლამენტის წევრობა და უელსი წარადგინა 1999 და 2004 წლების არჩევნებში.

ილუნდ მორგანი იკავებდა 180 ძლიერი სოციალისტური ჯგუფის საბიუჯეტო კონტროლის სპიკერის პოზიციას. ასევე, მორგანი იყო ლეიბორისტული პარტიის ევროპელი სპიკერი ენერგიის, ინდუსტრიის და მეცნიერების მიმართულებით.[12] მან ევროპული პარლამენტის პასუხად შეიმუშავა მწვანე ენერგეტიკული ნაშრომი და, ასევე, პარლამენტის სახელით დაიკავა წამყვანი ადგილი ელექტროენერგიის დანიშნულების გადახედვის შესახებ მოლაპარაკებებში.

მორგანს არ უცდია ხელახლა აერჩიათ 2009 წლის ევროპულ საპარლამენტო არჩევნებში.

ევროპული პარლამენტის შემდეგ

რედაქტირება

პარლამენტის დატოვების შემდეგ, მორგანი მუშაობდა ეროვნული განვითარების დირექტორად უელსში 2009-დან 2013 წლის ივნისამდე, სადაც იგი პასუხისმგებელი იყო ახალი თანამედროვე ენერგეტიკული ცენტრის მშენებლობაზე ტრეფორესტში. იგი დაინიშნა კარდიფის ბიზნეს საპარტნიორო კომპანიის თავმჯდომარედ.

2010 წლის 19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მორგანს მიენიჭა მუდმივმოქმედი პერის წოდება და რომ, იქნებოდა ლეიბორისტთა სკამზე ლოდრთა პალატაში,[13] ხოლო 2011 წლის 27 იანვარს ჟურნალში დაიწერა, როგორც ბარონესა მორგანი (ქალაქ კარდიფის ელიდან).[14][15]

უელსური პარლამენტი და უელსელების მთავრობა

რედაქტირება
ილუნდ მორგანი იღებს ყოველდღიური COVID-19-ის პრესკონფერენციის ვიდეოს 2020 წლის ნოემბერში.

2015 წელს მორგანი აირჩიეს 2016 წლის უელსის არჩევნებში შუა-დასავლეთ უელსის რეგიონული სიის კანდიდატად.[16] იგი აირჩიეს რეგიონული სიიდან სენედის ასამბლეის წევრად 2016 წლის 5 მაისს.

მორგანი დაინიშნა უელსის ენისა და უწყვეტი სწავლების მინისტრად 2017 წლის ნოემბერს.[17] მორგანი გახდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და უელსური ენის მინისტრი 2018 წლის დეკემბერში.[18]

მორგანი მონაწილეობდა 2018 წლის უელსის ლეიბორისტთა ლიდერის არჩევნებში. შემდგომ, პირველმა მინისტრმა მარკ დრეიკფორდმა მორგანი დანიშნა საერთაშორისო ურთიერთობებისა და უელსური ენის მინისტრად, სანამ იგი გადავიდოდა მენტალური ჯანმრთელობის, ველბინგისა და უელსური ენის მინისტრის პოზიციაზე 2020 წლის ოქტომბერში.

პერსონალური კარიერა და სხვა

რედაქტირება

ილუნდ მორგანი იკავებდა უელსის ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელი პირის თანამდებობას 10 წლის განმავლობაში და დანიშნეს უელსის ასამბლეის მრჩევლის ჯგუფში, რომელიც პასუხისმგებელი იყო სენედის წესდების განვითარებაზე. მორგანი მოიაზრება "დიახ უელსისთვის" პარტიული ჯგუფის დამფუძნებელ წევრად, რომელიც ცდილობდა ასამბლეის ჩამოყალიბებას..

მორგანი არის კარმართენის სამების კოლეჯის მეცნიერ-თანამშრომელი და საპატიო პროფესორი, მკვლევარი კარდიფის უნივერსიტეტში.[19] იგი იკავებდა კარდიფის ბიზნეს საპარტნიორო კომპანიის თავმჯდომარის პოსტს.[20] ამავდროულად, იგი გაწევრიანებული იყო უელსის სამთავრობო ცენტრში საგარეო მრჩევლის საბჭოში.[21] მორგანი ირიცხებოდა ატლანტიკის კოლეჯის საბჭოში და თავმჯდომარეობდა საქველმოქმედო ორგანიზაციას (ინგლ. Live Music Now) უელსში, რომელიც აგზავნის ახალგაზრდა ტალანტ მუსიკოსებს იმისთვის, რათა იზრუნონ სახლებსა და სპეციფიკურ სკოლებზე და წარმოაჩინონ მუსიკის ტრანსფორმაციული ზეგავლენა.[22]


მორგანის ოჯახი წარმოშობით არის პემბროუკშაირის, კერძოდ, წმ. დევიდის დასახლებიდან.[23]

მორგანს აეკრძალა მართვის ლიცენზია 6 თვის განმავლობაში 30 მილი/საათში სიჩქარით ავტომობილის ტარების გამო. შემთხვევა მოხდა უერექსამში 2022 წლის მარტის თვეში.[24]

უელსელმა კონსერვატორებმა უნდობლობა გამოუცხადეს მორგანს, საუნივერსიტეტო ჯანმრთელობის საბჭოს (ინგლ. Betsi Cadwaladr University Health Board) მისამართით გამოთქმული მზარდი კრიტიკის საპასუხოდ. სენედის წევრები შეეწინააღმდეგნენ კენჭისყრის ჩატარებას. 26-მა წევრმა მხარი დაუჭირა, ხოლო 29 წევრმა უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა.[25]

  1. „Wales election: New health and education ministers in reshuffle“. BBC News (ინგლისური). 2021-05-13. ციტირების თარიღი: 2021-05-13.
  2. Baroness Morgan of Ely en. ციტირების თარიღი: 2017-10-20
  3. Deans, David (2017). „Labour AM Morgan backs Wales Bill“. BBC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-10-20.
  4. Eluned MORGAN | History of parliamentary service | MEPs | European Parliament en. ციტირების თარიღი: 2017-10-20
  5. Barry, Sion (2010-08-24). „Swalec celebrates 10 years under SSE“. walesonline. ციტირების თარიღი: 2017-10-20.
  6. Barry, Sion (2012-06-19). „Baroness Morgan appointed new chair of Cardiff Business Partnership“. walesonline. ციტირების თარიღი: 2017-10-20.
  7. Shipton, Martin (2015-12-11). „Former MEP Eluned Morgan on course to become an Assembly Member“. walesonline. ციტირების თარიღი: 2017-10-20.
  8. WalesOnline (2008-10-14). „Eluned Morgan to step down as MEP“. walesonline. ციტირების თარიღი: 2017-10-20.
  9. Baroness Morgan of Ely en. ციტირების თარიღი: 2017-10-20
  10. „Baroness Morgan of Ely's tribute to Cardiff childhood“. BBC News. 23 January 2011.
  11. „MEP Eluned Morgan will step down“ (ინგლისური). 2008-10-14. ციტირების თარიღი: 2017-10-20.
  12. WalesOnline (2006-04-05). „What science can do for Wales“. walesonline. ციტირების თარიღი: 2017-10-20.
  13. Latest Peerages announced. Number10.gov.uk. ციტირების თარიღი: 27 February 2011.
  14. „No. 59682“. The London Gazette: 1357. 27 January 2011.
  15. HOUSE OF LORDS - Official Report (PDF). Parliamentry Debates (HANSARD) (2011-01-26). ციტირების თარიღი: 2011-01-31
  16. Martin Shipton. (11 December 2015)"Former MEP Baroness Eluned Morgan on course to become an Assembly Member". Wales Online. ციტირების თარიღი: 2016-05-07.
  17. Williamson, David. (3 November 2017) The full details of Carwyn Jones' Welsh Government reshuffle. ციტირების თარიღი: 22 April 2018
  18. First Minister Mark Drakeford appoints new cabinet en. ციტირების თარიღი: 2018-12-13
  19. Eluned Morgan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-01-27. ციტირების თარიღი: 2024-02-19.
  20. Barry, Sion (20 June 2012). „Baroness Morgan appointed new chair of Cardiff Business Partnership“. Wales Online. ციტირების თარიღი: 24 November 2015.
  21. External Advisory Board, Wales Governance Centre. Cardiff University. ციტირების თარიღი: 25 November 2015.
  22. Board of Governors. Live Music Now. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 29 November 2015.
  23. „Eluned Morgan elected as regional AM“. County Echo (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-10-20.
  24. „Driving ban for Welsh Health Minister Eluned Morgan for speeding“. BBC News (ინგლისური). 2022-03-17. ციტირების თარიღი: 2022-03-27.
  25. „Welsh NHS patients at risk, says former health boss“. BBC News (ინგლისური). 2023-03-21. ციტირების თარიღი: 2023-03-30.

სასარგებლო ბმულები

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ილუნდ_მორგანი“-დან