ილგაზის მთები

მთათა მასივი ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში, თურქეთში

ილგაზის მთები (თურქ. Ilgaz Dağları) — ქედი ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში, თურქეთში.

ილგაზის მთები
ქიუჩუქჰაჯათ-თეფე (2546 მ)
ქიუჩუქჰაჯათ-თეფე (2546 მ)
კოორდინატები: 41°02′ ჩ. გ. 33°39′ ა. გ. / 41.033° ჩ. გ. 33.650° ა. გ. / 41.033; 33.650
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
სიმაღლე 2587 
ილგაზის მთები — თურქეთი
ილგაზის მთები

გეოგრაფია

რედაქტირება

შავი ზღვის რეგიონის დასავლეთ სანაპიროზე არსებობს სამი ქედის სისტემა, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროს პარალელურად გადის. ილგაზის მთები წარმოადგენს სანაპირო ზოლის მეორე დიაპაზონის აღმოსავლეთ ნაწილს, რომლის საშუალო მანძილია 100 კმ. მთის ჩრდილოეთის ფერდობები კასთამონუს პროვინციაშია, ხოლო სამხრეთი ფერდობები ჩანქირის პროვინციაში. მთათა სისტემის სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთით 150 კილომეტრს, ხოლო სიგანე დაახლოებით 30 კმ-ის შეადგენს. ამ 41°06′ ჩ. გ. 33°52′ ა. გ. / 41.100° ჩ. გ. 33.867° ა. გ. / 41.100; 33.867 კოორდინატებზე მდებარეობს მთის პიკი, რომელიც ცნობილია როგორც ჰაჯეთეფე და რომლის სიმაღლე 2 587 მეტრს შეადგენს. სახელმწიფო მაგისტრალი   , რომელიც შავი ზღვის სანაპიროს ცენტრალურ ანატოლიასთან აკავშირებს, მდებარეობს პიკიდან 10 კილომეტრით დასავლეთით. გზატკეცილზე უმაღლესი უღელტეხილის სიმაღლე 1 850 მეტრს შეადგენს.[1]

ეროვნული პარკი

რედაქტირება

ილგაზის მთის ეროვნული პარკი (თურქ. Ilgaz Dağı Milli Parkı) 1976 წლის 2 ივნისს გაიხსნა, რომელიც ადვილად მისაწვდომია   მაგისტრალიდან. პარკის ფართობი 732 ჰა შეადგენს. პარკის უმაღლეს წერტილებზე არსებობს უამრავი სასტუმრო, რომელიც ემსახურება მოთხილამურეებს, რომლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ 1 500 მ სიგრძის საბაგირო სათხილამურო ტრასაზე მოსახვედრათ. ანკარიდან პარკი 200 კილომეტრითაა დაშორებული, რაც უახლოეს ზამთრის კურორტს წარმოადგენს დედაქალაქის მოსახლეობისთვის. ზაფხულობით, სტუმრებს შეუძლიათ დაკავდნენ თევზაობით ეროვნულ პარკში არსებული ბალდრანის ხეობაში.[2]

ეკოლოგია

რედაქტირება

ილგაზის მთები, განსაკუთრებით ჩრდილო ფერდობები, დაფარულია ხშირი ტყით. ტყეების პოპულარული სახელი ილგაზის მთების ირგვლივ არის „ხეების ზღვა“ (თურქ. ağaç denizi). ტყეში მცხოვრები გარეული ცხოველებია: წითელი ირემი, გარეული ღორი, ყავისფერი დათვი, ნაცრისფერი მგელი, ევროპული ტურა და წითელი მელა. 1996 წელს, ილგაზის მთის ეკოლოგიაში აღმოაჩინეს ახალი მწერების სახეობა და 2010 წელს იგი დაასახელეს, როგორც Merodon Ilgazense.[3]

მუსიკაში

რედაქტირება

პოპულარულ სიმღერა „ილგაზ“, რომელიც აჰმეთ სამიმ ბილგენს, ხოლო სიტყვები კომპოზიტორ ჯემილ თურქმანს ეკუთვნის, ილგაზის მთაზეა დაწერილი.

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: