ილარიონ (ლარიკ) ხაზარაძე (დ. 31 იანვარი, 1937, თბილისი — გ. 2013, საქართველო) — ქართველი კალათბურთელი.

1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კალათბურთის თამაში დაიწყო 1948 წელს თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის სპორტულ სკოლაში მწვრთნელ თამარ გეგელაშვილთან. 1955-1965 წლებში გამოდიოდა თბილისის „დინამოში“. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (1960, 1961), სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცეჩემპიონი (1959) და მესამე პრიზიორი (1956), თბილისის ნაკრების შემადგენლობაში ქალაქების ტურნირში გამარჯვებული (1959), ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), „დინამოს“ საერთაშორისო ტურნირებისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება