იზოლდა ელისაშვილი

იზოლდა ივანეს ასული ელისაშვილი (დ. 18 აპრილი, 1929, თბილისი, — გ. 15 ივლისი, 2016, იქვე) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1979).

დაამთავრა კოტე მარჯანიშვილის თეატრალური სტუდია (1949). 1950 წლიდან თბილისის მოზარდ-მაყურებელთა ქართული თეარტის მსახიობი იყო. ძირითადად ასრულებდა „ინჟენიუ ტრავესტის“ ამპლუის (პატარა ბიჭებისა და გოგონების) როლებს. შესრულებული აქვს 60-მდე როლი, მ. შ. ნიკო (გ. ბერძენიშვილის „ბედნიერებისაკენ“), კუწო (გ. ნახუცრიშვილის „კომბლე“), ეტიენი (ც. სოლოდარის „მარსელელი ბიჭები“), წითელქუდა (ე. შვარცის „წითელქუდა“) ვოვკა (ს. მიხალკოვის „სომბრერო“), პეტია (მ. შატროვის „რევოლუციის სახელით“), პეტკა (ი. დიკის „პეტკა კოსმოსში“), ჯიმი (რ. სტივენსონის „განძთა კუნძული“).

ლიტერატურა

რედაქტირება