ივ ფარჟი
ივ ფარჟი (ფრანგ. Yves Farge; დ. 19 აგვისტო, 1899 — გ. 30 მარტი, 1953) — ფრანგი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი.
ივ ფარჟი | |
---|---|
ფრანგ. Yves Farge | |
დაბადების თარიღი | 19 აგვისტო, 1899[1] [2] |
დაბადების ადგილი | სალონ-დე-პროვანსი |
გარდაცვალების თარიღი | 30 მარტი, 1953[1] (53 წლის) ან 31 მარტი, 1953[2] (53 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | Russian Orthodox Cemetery in Nice[3] |
საქმიანობა | ჟურნალისტი[2] , პოლიტიკოსი[2] და პროზაიკოსი[2] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
ჯილდოები | გათავისუფლების ორდენის კავალერი და სტალინის საერთაშორისო პრემია ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის |
ბიოგრაფია
რედაქტირებაივ ფარჟი დაიბადა 1899 წლის 19 აგვისტოს სალონ-დე-პროვანსში. 1927–1931 წლებში მაროკოში ცხოვრობდა. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას გრენობლსა და ლიონში. საფრანგეთის ოკუპაციის წლებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა "წინააღმდეგობის" მოძრაობაში.
1948 წლიდან ფარჟი ერთ-ერთი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელია მშვიდობის დაცვის მოძრაობისა საფრანგეთში. 1952 წელს მან მიიღო საერთაშორისო ლენინური პრემია "ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის". რამდენიმეჯერ იყო საბჭოთა კავშირში.
ფარჟს დაწერილი აქვს რამდენიმე საინტერესო წიგნი: "ჯოტო - ადრინდელი რენესანსის მხატვარი", "პური და კორუფცია", "ჰიტლერის ომი გრძელდება" და უამრავი სტატია, რომლებშიც განხილულია ეპოქის საჭირბოროტო და მტკივნეული საკითხები: "რესპუბლიკას საფრთხე მოელის", "მშვიდობა აუცილებელია" და სხვა. იგი ავტორია მოთხრობებისა და ნოველების, რომლებიც იბეჭდებოდა ფრანგულ ჟურნალ-გაზეთებში.
ფარჟი დაიღუპა 1953 წლის 31 მარტს საავტომობილო კატასტროფაში, ქალაქ თბილისში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ფრანგული ნოველა, ტომი 2; "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1976; გვ. 555