ივრეთის ზურგიანი კოშკი

ივრეთის ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ივრეთში.

ძეგლი მდებარეობს სოფლის მიდამოებში, მთაზე. ნაგებობის სამშენებლო მასა-ლად გამოყენებულია ფლეთილი ქვა, წყობა მშრალია. ნაგებობა გეგმით ოვალურია, დასავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა ნიშით. კედლების სიმაღლე 1 მეტრს აღწევს. ტერიტორიაზე მიმობნეულია ჩამონაშალი ქვები. ძეგლის დათარიღება რთულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 121